კაფე, სადაც ყავას კოცნით ყიდულობ

კაფე, სადაც ყავას კოცნით ყიდულობ

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კაფე "მეტრო" მხოლოდ 3 თვეა გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ კოცნა ვალუტაა.

დაწესებულებაში საღამოს 9-დან 11 საათამდე ნებისმიერ სტუმარს, რომელიც ყავას შეუკვეთს, ფულის გადახდა არ მოუწევს - თქვენ მხოლოდ პარტნიორის კოცნა გევალებათ. "მეტროს" მეპატრონეს სურს, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ცხოვრებაში მთვარი ფული არაა და ბედნიერება, თბილი ჩახუტება და კოცნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნუ შეშინდებით, თუ პარტნიორი არ გყავთ - კაფეში შეგიძლიათ აკოცოთ სრულიად უცნობ ადამიანს, მაგრამ შტატის თანამშრომლებთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა აკრძალულია.

"ჩვენს კაფეში გემრიელი კერძები, სასიამოვნო არომატის ყავა და რომანტიკაა. თქვენი ფული არ გვჭირდება, მხოლოდ კოცნით გადაგვიხადეთ", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს