პათოლოგიური ქალწულობა ანუ საწოლში აქტიური პაციენტი

პათოლოგიური ქალწულობა ანუ საწოლში აქტიური პაციენტი

მოქალაქეები ხშირად ჩივიან ექიმების მიერ დასმულ არასწორ დიაგნოზსა და გულგრილობაზე. ეს სახუმარო ამბავი არ არის, მაგრამ ზოგჯერ მედიცინის მუშაკები მართლაც იუმორისტულ ჩანაწერებს აკეთებენ პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო.

2. მეორე დღეს მუხლი უკეთესად გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა.

3. გაფრთხილების მიუხედავად ავადმყოფმა განავალი სხვა კლინიკაში დატოვა.

4. პაციენტის მტკიცებით მის სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ ტარაკნების სახით.

5. ავადმყოფი საწოლში აქტიურია, ხშირად იცვლის პოზებს.

6. ჩივილები: შარდვა მაღალი წნევით.

7. სწორი ნაწლავის გამოკვლევამ ნორმალური ზომის ფარისებრი ჯირკვალი გამოავლინა.

8. ავადმყოფი ნ.გ 70 წლის. დიაგნოზი მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია ქალწულობა.

9. პირადი ექიმის მიმართვა უროლოგს: მარჯვენა თირკმლის დაჟეჟილობა თვითმცლელზე.

10. დიაგნოზი: მარცხენა ბეჭის ფრთის დამწვრობა.

11. სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპებით ავადმყოფს დაეწყო სახლში სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში გაურთულდა.

12. ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა.

13. პაციენტს აქვს ბევრი ასციტი.

14. ავადმყოფი გარდაიცვალა გაკვეთის შედეგად.

15. მანდილოსანმა ტრანსვაგინალურ ექოსკოპიაზე უარი განაცხადა, აღნიშნა რომ ის მარხვაზეა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს