"სა­ა­კაშ­ვი­ლიც "წმინ­და­ნი" იყო, 3-4 წლის შემ­დეგ ბი­ძი­ნა­საც ახა­ლი "წმინ­და­ნი" ჩა­ა­ნაც­ვლებს"

"სა­ა­კაშ­ვი­ლიც "წმინ­და­ნი" იყო, 3-4 წლის შემ­დეგ ბი­ძი­ნა­საც ახა­ლი "წმინ­და­ნი" ჩა­ა­ნაც­ვლებს"

ყვე­ლა სი­ახ­ლის რეს­პონდენ­ტი მი­შა ან­დღუ­ლა­ძე­ა. მსა­ხი­ობ­თან სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ვიწყ­ეთ. ითქვა, მი­შა ან­დღუ­ლა­ძემ ნი­კა გრი­გო­ლი­ას სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნა და სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლაო...

- კი, სა­ფერ­ფლე ვეს­რო­ლე და და­ნის ტა­რიც ჩა­ვარ­ტყი ვაშ­ლის გათ­ლის დროს, ისიც ით­ქვა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ სახ­ლთან დავ­ხვდით ნი­კას და ვცე­მეთ. მარ­თლა იყო კონ­ფლიქ­ტი ჩემსა და ნი­კას შო­რის, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მტრე­ბი არ ვართ, ჩვენს შვი­ლებს სა­ერ­თო ბავ­შვებს ვე­ძა­ხი, რო­ცა ჩე­მი შვი­ლი მიმ­ყავს სა­სე­ირ­ნოდ, ნი­კას შვილ­საც ვა­სე­ირ­ნებ (ნი­კა გრი­გო­ლი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მი­შა ან­დღუ­ლა­ძის ცო­ლის დაა). არა­ნა­ი­რი გა­რე პრობ­ლე­მე­ბის გა­მო არ ყო­ფი­ლა და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვენს შო­რის. აღარ მინ­და ამ თე­მის გაშ­ლა, არ არის სა­ჭი­რო.

- მი­შა, რო­გორც მახ­სოვს, სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი გყავ­და, აღარ აგ­რძე­ლებს მუ­სი­კა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას?

- წლე­ბი­ა, მყავს მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი "მი­შა და ბენ­დი", სა­ხე­ლი ვერ მო­ვუ­ფიქ­რე. მე და ტუ­ჩის გარ­მო­ნი სა­ბა ჩიხ­ლა­ძე არ ვიც­ვლე­ბით, ვი­საც სცა­ლი­ა, ის უკ­რავს ჩვენ­თან ერ­თად. სულ ცო­ტა ხნის წინ მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და ერ­თ-ერთ ბარ­ში და­ვუკ­რავთ. ჩემს შვილ­საც გა­მოჰ­ყვა მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭი, მაგ­რამ უფ­რო დრა­მი მოს­წონს, ვიდ­რე გი­ტა­რა. მარ­თა­ლი­ა, ჯერ გე­ნი­ო­სო­ბის არა­ფე­რი ეტყ­ო­ბა, მაგ­რამ დრა­მის ჯო­ხე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უჭი­რავს. ემო­ცი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი შვი­ლი მყავს, ისე აქვს მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ა, რომ ვერ ვუძ­ლებთ. ეტყ­ო­ბა, გუ­რუ­ლი გე­ნე­ბის ბრა­ლი­ა. შვი­ლის და ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­მო ჩემ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ დრო­ე­ბით უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და მი­ხა­რი­ა, რომ ასე აღარ იქ­ნე­ბა. ისეთ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობ, სულ სადღ­აც მეჩ­ქა­რე­ბა - ხან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ხან ბავ­შვთან, ხან ინ­გლი­სურ­ზე, ხან კი­დევ ვარ­ჯიშ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო და დამ­ღლე­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე ამ ასაკ­ში ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა?

- რო­ცა მღე­რი, უნ­და იცო­დე, რას მღე­რი. ინ­გლი­სურს ერ­თი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს, თუ სიმ­ღე­რის ტექ­სტი და­გა­ვიწყ­და, შე­გიძ­ლია ისე მო­იტყ­უ­ო, რომ ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნი­ოს. ინ­გლი­სუ­რი, კომ­პი­უ­ტე­რი და ფე­ხე­ბის გაშ­ლა თუ არ იცი, ამ ქვე­ყა­ნა­ში ფონს ვერ გახ­ვალ (ი­ცი­ნის). ვარ­ჯი­შიც და­ვიწყ­ე, ქა­ლე­ბის როლ­მა მო­ითხ­ო­ვა ნა­ტი­ფი სხე­უ­ლი (ი­ცი­ნის).

- ყვე­ლას უკ­ვირს, რო­გორ სწავ­ლობ ასე კარ­გად ქა­ლე­ბის ხა­სი­ათს...

- იმ პერ­სო­ნა­ჟებს, რომ­ლებ­საც ვთა­მა­შობ, ვიც­ნობ. ჯუ­ლი ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­მაც "ლე­ვად" გა­ა­ჩი­ნეს შვი­ლი, ბავ­შვის მა­მა კი რუ­სეთ­ში წა­ვი­და. ათას რა­ღა­ცა­ზეა გა­დამ­ხტა­რი, მაგ­რამ ლო­გინ­ში რომ ტი­რი­ან, აი, მაგ ქა­ლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა როს­ტომ ჩხე­ი­ძეს, რა­დიო "მწვა­ნე ტალ­ღას" ჰყავს მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 სა­ათ­ზე, რე­კავს და სა­კუ­თარ აზრს გა­მოთ­ქვამს ყვე­ლა­ფერ­ზე, უკ­მა­ყო­ფი­ლოა ყვე­ლა მთავ­რო­ბით. როს­ტომ ჩხე­ი­ძის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვარ­დნა­ძის დროს იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტთან, ყუ­რე­ბი­ა­ნი კე­პე­ბი ეხუ­რათ და დი­დი კოს­ტი­უ­მე­ბი ეც­ვათ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფე­ხე­ბის და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა - მი­სივ­დე­ბო­და. სა­მი წე­ლი ვსვი წამ­ლე­ბი. ექიმ­მა მითხ­რა, ეს და­ა­ვა­დე­ბა ქა­ლებს ემარ­თე­ბათ და კა­ცის­თვის იშ­ვი­ა­თი­ა­ო. შე­ვი­სის­ხლხორ­ცე ქა­ლის რო­ლე­ბი და მა­გას ვაბ­რა­ლებ იმ და­ა­ვა­დე­ბას (ი­ცი­ნის).

- თქვე­ნი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წევ­რი და­უ­ფა­რა­ვად გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კოს­ზე, შენ კი მუ­დამ თავს იკა­ვებ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რა­ტომ?

- არ მიყ­ვარს პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა. ქარ­თვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა ის არის, რომ ისეთ რა­ღა­ცებ­ში ვე­რე­ვით, რაც არ ვი­ცით. ამ მთავ­რო­ბის დროს ვარ ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლად, თუ იმ მთავ­რო­ბის დროს ვი­ყა­ვი უკე­თე­სად - ეს პო­ლი­ტი­კის ბრა­ლი არ არის. ყვე­ლას ბრა­ლი­ა. ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ამ­ბობს, ეს რა გაგ­ვი­კე­თა მთავ­რო­ბა­მო და წი­თელ­ზე გა­და­ირ­ბენს ქუ­ჩას, მთავ­რო­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­ჩა­ში ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა მითხ­რა: კარ­გი ბი­ჭი ხარ, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხა­რე­ზე ნუ ხა­რო. ვკითხე, რა იცით, მე ვის მხა­რეს ვარ­-მეთ­ქი? ამა­ზე მი­პა­სუ­ხა, ბი­ძი­ნა ღმერ­თმა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა­ო. ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­მე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა მთა­ვა­რი? შე­იძ­ლე­ბა 3-4 წლის შემ­დეგ მითხ­რას: ნუ ხარ "ოც­ნე­ბის" მხა­რე­ზე, ღმერ­თმა ვახ­ტან­გი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა­ო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სტა­ტის­ტი­კა­ა: რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ღმერ­თი გვიგ­ზავ­ნის წმინ­დანს, მე­რე ეს "წმინ­და­ნი" ძველ­დე­ბა და გა­და­დის სა­ტა­ნის მხა­რე­ზე. სა­ა­კაშ­ვი­ლიც ხომ წმინ­და­ნი იყო ად­რე, 3-4 წლის მე­რე ბი­ძი­ნაც და­ი­ხევს უკან და მას ახა­ლი "წმინ­და­ნი" ჩა­ა­ნაც­ვლებს. კი­დევ არის მე­ო­რე სტა­ტის­ტი­კა: წე­ლი­წად­ში ერ­თხელ "რუს­თა­ვი 2-ს" იზიზღ­ე­ბენ და ისევ იყ­ვა­რე­ბენ. ცი­ხის კად­რე­ბი რომ გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს ბაზ­რო­ბა­ზე ქა­ლებ­მა უთხ­რეს, ან­დღუ­ლა­ძე აქ არ მო­ეთ­რიოს, თო­რემ ჩავ­ქო­ლავ­თო. რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე გვქონ­და სკეტ­ჩე­ბი ცი­ხე­ზე, იმ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის აზ­რით, მე პა­ტიმ­რებს დავ­ცი­ნო­დი.

- პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა თქვე­ნი იუ­მო­რი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ მი­სი კრი­ტი­კა?

- არ იყო ეს სწო­რად წარ­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე არ გა­ე­ცი­ნოს ხუ­ხაშ­ვილს, მაგ­რამ მდა­ბიო იუ­მორს ნამ­დვი­ლად არ ვა­კე­თებთ. შე­იძ­ლე­ბა, ხუ­ხაშ­ვილს კარ­გი იუ­მო­რი აქვს, მაგ­რამ იუ­მო­რის გრძნო­ბის მთა­ვა­რი გან­მსაზღ­ვრე­ლი ის არის, რო­ცა შე­გიძ­ლია სა­კუ­თარ თავ­ზე იხუმ­რო. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა მკაც­რად გაგ­ვაკ­რი­ტი­კა "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში, მაგ­რამ შემ­დეგ ჩვენ­თან მო­ვი­და. ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა აქ მომ­სვლე­ლი­ა. ხუ­ხაშ­ვი­ლიც ასე მო­იქ­ცე­ვა, მო­ვა ჩვენ­თან, გა­იშ­ლე­ბა სუფ­რა და ჩა­ვე­ხუ­ტე­ბით ერ­თმა­ნეთს. მთა­ვა­რი­ა, წი­ნას­წარ შეგ­ვატყ­ო­ბი­ნოს, რო­დის მო­ვა.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები