დენიელ რედკლიფი - ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ ნაძირლებთან მუშაობაში გაატარო

დენიელ რედკლიფი - ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ ნაძირლებთან მუშაობაში გაატარო

ბრიტანელი მსახიობი დენიელ რედკლიფი ამბობს, რომ ადრეული პოპულარობა თავში არასდროს ავარდნია და ამისთვის იგი საკუთარ მშობლებს უმადლის. მსახიობმა ჟურნალ Time Out-ს ინტერვიუ მისცა.

23 წლის კინოვარსკვლავი გამოტყდა, რომ აღარც ახსოვს ბოლოს როდის ისვენებდა, თუმცა ის აღმერთებს თავის სამუშაოს.

"ძალიან კარგი მშობლები მყავს. გამიმართლა და ეს ძალიან მომწონს, - ამბობს დენიელი. - ყოველთვის მაკვირვებს ზოგიერთი მსახიობის ამაზრზენი ქცევა. ეს არის ის, რაც არასდროს იქნება ჩემს გადასაღებ მოედანზე, თუ ოდესმე რეჟისორი გავხდები. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, იმისთვის რომ ნაძირლებთან მუშაობაში გაატარო".

რედკლიფი, რომელიც 20 წლის ასაკში უკვე მულტიმილიონერი იყო, იმდენადაა სამსახიობო ხელოვნებაზე შეყვარებული, რომ არც ფულზე დარდობს და არც თავისუფალი დროის უქონლობაზე.

"მიყვარს ჩემი საქმე და მსურს უფლება მქონდეს, ყოველდღე ვაკეთო ის. არ მახსოვს ბოლოს შვებულება როდის მქონდა", - აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ დენიელ რედკლიფმა განაცხადა, რომ ოცნებობს, დაახლოებით, 80 წლის ასაკში გადასაღებ მოედანზე დაასრულოს სიცოცხლე.

მომზადებულია Time Out-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება