წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება იწყება

წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება იწყება

გიორგი კერესელიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორია, რომელიც აქამდე მხოლოდ ანიმაციურ ფილმებს ქმნიდა. ემიგრანტმა რეჟისორმა საკმაოდ მძიმე მისია აიღო საკუთარ თავზე. როგორც თავად გვიამბობს, ეს იქნება სურათი, რომელიც საერთაშორისო დონის ფილმებს გაუწევს კონკურენციას. "ნინო", სავარაუდოდ, ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც წმინდა ნინოს ცხოვრება იქნება ასახული. პატრიარქის კურთხევით გადაღება მალე დაიწყება.

- 23 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ანიმაციურ ფილმებს ვაკეთებდი. თავდაპირველად, მინდოდა ეს ფილმიც ანიმაციური ყოფილიყო, თუმცა მერე მივხვდი, რომ უნდა გადამეღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. უწმინდესმა ჩათვალა, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა შექმნილიყო, თუმცა მას ერთი თხოვნა ჰქონდა, - მთავარი როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა, რათა მას სხვა პერსონაჟი მომავალშიც აღარ შეექმნა. ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სცენარს ამერიკაში ვწერდი, შემდეგ ჩამოვედი და კასტინგი გამოვაცხადეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება