"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

"გოჩა ეხვაია გუნავას ხელიდან ძლივს გამოვტაცეთ..."

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტზე სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს (საქმე ეხება გუნავას სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდს). გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტი მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2008 წლის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშებში მოხვდა.

ამონარიდი სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშიდან: გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სასწრაფო დახმარების ექიმი გოჩა ეხვაია 2008 წლის 30 იანვარს ზუგდიდში სახლში მშობლებსა და მეუღლესთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. ღამის ათ საათზე სახლის კარი პოლიციელებმა შეაღეს და გოჩა ეხვაიას განუცხადეს, სახლში ძებნილი (ვინმე ბადრი) გყავთ და გვანახეთო. ეს რომ იუარა, ეხვაიას პოლიციაში დასაკითხად წაყოლა მოსთხოვეს. გზაში პოლიციელები მოღალატეს ეძახდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამხარეო პოლიციის ერთ-ერთ კაბინეტში ეხვაიას პოლიციის ორი თანამშრომელი დახვდა. ერთი უნიფორმაში იყო, მეორე - საშუალო სიმაღლის, შავ ტანსაცმელში ჩაცმული, რომელმაც ეხვაიას უთხრა, - სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ვარო. ეს მეგის ქარდავა იყო. ქარდავამ ეხვაიას უთხრა, გალელებს საერთოდ აგიფეთქებთ საავადმყოფოს და მერე ხომ წამოხვალთ იქიდანო. ცოტა ხანში ოთახში მაღალი, ოდნავ ჭაღარათმიანი მამაკაცი შევიდა, რომელმაც ეხვაიას ჰკითხა, სამსახურში შენთან დავით ნადარაია ხომ არ მოუყვანიათ ან მასთან ხომ არ წაუყვანიხარ ვინმესო.

ეხვაიამ უპასუხა, მორიგეობის დღეს გამოძახება არ მქონიაო. პასუხმა პოლიციის თანამშრომლები გააღიზიანა. მაღალმა ჭაღარათმიანმა მამაკაცმა, რომელსაც უფროსს უწოდებდნენ, ეხვაიას კალამი რამდენჯერმე ესროლა, უთხრა, სამ წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო. რაკი ვერაფერი ათქმევინა, პოლიციელებს მიუბრუნდა, ერთი ამისიც, მოკალითო. ეხვაიას პოლიციელები ხელებით და ფეხებით სცემდნენ. მან რამდენჯერმე გონება დაკარგა. უცებ ოთახში პოლიციის თანამშრომელი შემოვარდა, - ეხვაიას მშობლები მოვიდნენო. უფროსმა ბრძანა, - წაიყვანეთ და მდინარეში გადააგდეთ, ისე, რომ კვალი არ დატოვოთო. ეხვაია ეზოში სხვა გასასვლელიდან გაიყვანეს... გოჩა ეხვაიას მანქანაში ის პოლიციელები ჩაუსხდნენ, რომლებმაც დააკავეს. გზაში ემუქრებოდნენ,–"ტრუპი" ხარო და თავში მუშტებს ურტყამდნენ. პოლიციელები ხშირად რეკავდნენ მობილური ტელეფონით და ახსენებდნენ კატერს, რომლითაც ეხვაია ზღვაში უნდა გადაეგდოთ. შს კომბინატის ქვეგანყოფილებასთან ეხვაია მანქანიდან გადმოიყვანეს. იქ დახვდათ პოლიციელი, ქერათმიანი ახალგაზრდა, რომელიც ეხვაიას 20 წუთი სცემდა. ამის მერე მიიყვანეს შს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც დახვდათ დემკო გაბუნია, რომელმაც ეხვაიას მოსთხოვა აღიარებითი ჩვენება ან იმ ექიმის დასახელება, რომელმაც შამგონიდან გატაცებულ პირს უმკურნალა. ეხვაია არ დათანხმდა ამ წინადადებას.

იხილეთ სტაიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ