ყველაზე გავრცელებული ტყუილები პირველ პაემანზე

ყველაზე გავრცელებული ტყუილები პირველ პაემანზე

პირველ პაემანზე ადამიანი ყოველთვის ნერვიულობს და აღელვებულია. გარდა ამისა, პირველ პაემანზე ყველა ცდილობს პარტნიორს თავი მოაწონოს და, ამის გამო, ხშირად ტყუის კიდეც. გთავაზობთ პირველ პაემანზე ყველაზე გავრცელებული ტყუილების სიას.

1. ამ კაფეში პირველად ვარ

სინამდვილეში ეს შეიძლება მისი საყვარელი ადგილი იყოს, სადაც ხშირად დადის პაემნებზე. უბრალოდ ყველა ცდილობს ეს პარტნიორს დაუმალოს.

2. საერთო ინტერესის გამონახვა - შენც გიყვარს ეს?

იმისათვის, რომ ადამიანის სიმპათია დაიმსახურონ, ცდილობენ მასთან რაც შეიძლება მეტი საერთო გამონახონ, იქნება ეს ჰობი, საყვარელი ფილმი თუ წიგნი, თუმცა ხშირად ეს "საერთო" ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე.

3. მშობლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს

პირველ პაემანზე თითქმის არავინ საუბრობს ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ

4. მაშინვე შეგამჩნიე

ამას ხშირად კომპლიმენტის სახით ამბობენ, თუმცა გულის სიღრმეში ყველამ იცის, ქალს ამ ერთი მამაკაცის გარდა, კიდევ 10 ისეთი მამაკაცი ჰყავდა შემჩნეული, რომლებსაც აუცილებლად დასთანხმდებოდა პაემანზე.

5. მეც მიყვარს კითხვა - მაგალითად ნიცშე

ჰკითხეთ რა დაწერა ნიცშემ და 100-დან 90 შემთხვევაში პასუხად ვერაფერს მიიღებთ

6. სამწუხაროდ ჩემი წავლის დროა, ხვალ ადრე უნდა ავდგე

წარუმატებელი პაემნიდან თავის დაღწევის საუკეთესო გეგმა - მთავარია მოიფიქროთ ხვალ დილისთვის რაიმე გადაუდებელი საქმე.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს