ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს

ვანესა პარადი შვილს ნაადრევი პოპურალობისგან იცავს

ფრანგი კინოვარსკვლავი ვანესა პარადი იმ დედების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს კარიერასა და შვილების აღზრდას.

"თავის მოტყუება არ ღირს. იყო მსახიობი და თან დედა, ძალიან რთულია. მაგრამ როდესაც ვფიქრობ იმ ქალებზე, რომლებიც ყველაფერს მარტო აკეთებენ, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარეები, სამსახურიდან შინ ბრუნდებიან და სახლის საქმეებსაც მარტო უძღვებიან, მაშინ ვხვდები, რომ ჩემთვის ეს გაცილებით ადვილია. ყოველთვის მინდოდა დედობა და იმედი მაქვს, ერთმანეთს კარგად ვუთავსებ შემოქმედებით კარიერას და შვილების აღზრდას", - აღნიშნა ვანესა პარადიმ 7days-თან საუბრისას.

თავად პარადი პოპულარული 14 წლის ასაკში გახდა და მან კარგად იცის ნაადრევი პოპულარობის უარყოფითი მხარეები. სწორედ ამიტომ ვარსკვლავს სურს შვილები ამისგან დაიცვას.

"არაფერს ვნანობ, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი უფრო დიდხანს დატკბეს საკუთარი ბავშვობით. ლილი-როუზს ძალიან უყვარს სიმღერა, თავადაც წერს სიმღერებს, მაგრამ იმედი მაქვს, შეძლებს მოცდას და ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებას. მე და ჯონი ყოველთვის ვცდილობდით დაგვეცვა ბავშვები საჯაროობისა და შოუბიზნესისგან. თუ ჩემს გოგონას შესთავაზებენ ალბომის ჩაწერას ან ფილმში გადაღებას, რა თქმა უნდა, არ დავუშლი, მაგრამ ვეცდები, ისეთივე სიყვარული და მზრუნველობა მივცე, როგორიც თავის დროზე მე მომცეს ჩემმა მშობლებმა", - განაცხადა ვანესამ.

ვანესა პარადიმ პირად სასიყვარულო გამოცდილებაზეც ისაუბრა.

"სიყვარულში არ არსებობენ მართლები და დამნაშავენი. ერთი ადამიანისთვის სიყვარული ერთს ნიშნავს, მეორესთვის მეორეს. შეუძლებელია, ვინმეს შენი პირობები წაუყენო. თავად ეს გრძნობა მუდმივ მოძრაობაშია, იცვლება. ღრმა სიბერეშიც კი შეიძლება ბევრი ახალი რამ შეიტყო სიყვარულზე. სიყვარული ყველაზე ძლიერი და ყველაზე ფაქიზი გრძნობაა. მე არ მაქვს მზა რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გახდე ბედნიერი. არ მესმის, როდესაც ამბობენ: "ბევრი უნდა იმუშაო, რათა ურთიერთობა შეინარჩუნო". სისულელეა. მხოლოდ სურვილი უნდა გქონდეს, რომ დარჩე ამ ადამიანთან. თუ რაღაც თავიდანვე არ გამოდის, არც ღირს ცდა", - აღნიშნა ვანესა პარადიმ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება