თამაზ ჯავახიშვილი - ალექსანდრე მეგუთნიშვილის ნაყიდი "ტოიოტა კამრით" დავდიოდი

თამაზ ჯავახიშვილი - ალექსანდრე მეგუთნიშვილის ნაყიდი "ტოიოტა კამრით" დავდიოდი

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თამაზ ჯავახიშვილი კახეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილის და მისი მოადგილე დავით ლორთქიფანიძის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს. ჯავახიშვილმა რადიო "აფხაზეთის ხმისთვის" გაწეული ქველმოქმედებისა და სამსახურის მანქანის შესახებ მისცა ჩვენება. მისი თქმით, რადიო "აფხაზეთის ხმის" ქველმოქმედებისთვის ფულის მოძიება ზურაბ ლალიაშვილმა სთხოვა, რის შემდეგაც თავად ნაცნობ ბიზნესმენებს დაუკავშირდა და ფული გადაარიცხინა.

"სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2011 წლის აგვისტოში დავინიშნე. ამ დღიდან "ტოიოტა კამრით" გადავაადგილდებოდი, რომელიც სამსახურისთვის ალექსანდრე მეგუთნიშვილს გადაუცია. მე ეს ამბავი ტელევიზიით გავიგე, როცა დავით ლორთქიფანიძე დააკავეს", - განაცხადა თელავის რაიონულ სასამართლოში თამაზ ჯავახიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა