ირინა იმერლიშვილი ნადირაშვილსა და თარგამაძეს პასუხობს

 ირინა იმერლიშვილი ნადირაშვილსა და თარგამაძეს პასუხობს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირინა იმერლიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ირმა ნადირაშვილისა და გივი თარგამაძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება.

როგორც იმერლიშვილმა განაცხადა, ამ ბრიფინგით მათ სურთ გადაფარონ ის გაუგონარი ხარჯები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იხარჯებოდა და რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია დღითიდღე ნათელი ხდება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ოთხი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ნორმირებულ კვებაზე, რომელიც გააუქმეს იმის გამო, რომ საჭიროდ არანორმირებული კვება ჩათვალეს.

"უმცირესობის ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ იმას უკავშირდება, რომ მათი ხელისუფლების დროს დახარჯული გაუგონარი ხარჯები გადაფარონ. რაღაცის დამალვა რომ მსურდეს, როგორმე დავმალავდი", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში საეჭვო კორუფციული სქემების შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა