ცხვარზე "აღებული" რწმუნებულების ქრთამი

ცხვარზე "აღებული" რწმუნებულების ქრთამი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ალისა და წაღვლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, მარგალიტა კულიჯანოვი და ელგუჯა კილაძე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის თარიღად 2013 წლის 23 თებერვალი და 14 მარტი ფიქსირდება. ორივე საჯარო მოხელე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაინიშნა.

2013 წლის 23 თებერვალს, სოფელ ალის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მარგალიტა კულიჯანოვმა, 300 ლარის გადაცემის სანაცვლოდ, პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობები დაამზადა. ამ ცნობების მიხედვით, მარნეულელმა რუსლან მამედოვმა ალში მცხოვრებ გიორგი ნოზაძისა და გიორგი ზურნაჯიანისგან 5-5 სული ცხვარი შეიძინა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა