მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება

მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს ეყრება

ამერიკელი მედიამაგნატი, კომპანია News Corporation-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი რუპერტ მერდოკი მესამე ცოლს, ვენდი დენგ მერდოკს ეყრება. მერდოკმა განქორწინების მოთხოვნით ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს მიმართა. მედიამაგნატმა მიზეზების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ "ურთერთობის აღდგენა შეუძლებელია".

82 წლის მერდოკი და 44 წლის ვენდი დენგი 14 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს, 1999 წელს კი, მეროდოკისა და ანა მარი ტორვის გაყრის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, ნიუ-იორკში კერძო იახტაზე იქორწინეს. წყვილი ორ საერთო ქალიშვილს - გრეისსა და ჰლოიადს ზრდის. რუპერტ მერდოკს სხვადასხვა ქორწინებიდან სულ 6 შვილი ჰყავს - ოთხი ქალიშვლი და ორი ვაჟი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ განქორწინებამ მერდოკის მიერ მისი მედიაიმპერიის კონტროლი შეასუსტოს. ასეთი დასკვნის საფუძველს მეუღლეებს შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულება იძლევა.

მერდოკს წინა მეუღლესთან, ანასთან გაყრა 1,7 მლრდ დოლარი დაუჯდა. ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინებად აღიარეს.

ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, მერდოკის ქონება 9,4 მლრდ დოლარს შეადგენს. იგი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინში 106-ე ადგილზეა.

მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს