ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს

ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს

ლუკა კურტანიძე მიკაილ კადიევს ვერ იხსენებს. როგორც კურტანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ფალავანთა კლუბში" ბევრი სპორტსმენი დადიოდა, მათ შორის დაღესტნელებიც და ბევრს პირადადაც იცნობს, თუმცა აღნიშნული სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

"ის, შესაძლოა, "ფალავანთა კლუბში" დადიოდა, როგორც სპორტსმენი და შესაძლოა, მე, როგორც სპორტსმენს მიცნობს. სახეზე რომ ვნახო, შესაძლოა ვიცნო, მაგრამ სახელით და გვარით ვერ ვიხსენებ. ახლო ნაცნობობა ბევრ დაღესტნელ მოჭიდავესთან მაკავშირებს, მაგრამ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ნანახი მყავს და სახეზე რომ ვნახო, ვიცნო",- აღნიშნა ლუკა კუტანიძემ.

"ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაელ კადიევი აცხადებდა, რომ "ფალავანთა კლუბში" ვარჯიშობდა, სადაც ლუკა კურტანიძე და სხვა მოჭიდავეები ჩადიოდნენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს ავიაკომპანია "თუშეთის" დირექტორმა ზაურ ქორთოშიძემ განუცხადა.

ქორთოშიძის თქმით, კადიევს სულ სამჯერ შეხვდა და ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან მოჭიდავეებს შორის კურტანიძე მოიხსენია, რომლებსაც იცნობდა.

"მითხრა რომ "ფალავანთა კლუბში" კურტანიძე და ვიღაც მოჭიდავეები ჩამოდიოდნენ და მათ იქიდან იცნობდა. ასევე მითხრა, რომ ისინი შეჯიბრებებს მართავდნენო", - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ.

მისი თქმით, სამართლადამცველებმა მიკაელ კადიევთან დაკავშირებით კონტრტერორისტულ დეპარტამენტში შეკითხვები გუშინ დაუსვეს და მათაც უთხრა, რომ კადიევთან სულ სამჯერ იყო შეხვედრილი მამამისის ახლობლის თხოვნის საფუძველზე.

"ერთხელ მას მამაჩემის ახლობლის ახლობლის თხოვნის საფუძველზე თანხით დავეხმარე, ორჯერ კი თხოვნის საფუძველზე ბინის მოძებნაში გავუწიე დახმარება. სხვა შეხება მასთან არ მქონია. პირველად 2011 წელს შევხდი, ვაკეში, "ფალავანთა კლუბთან", სადაც მითხრა, რომ ვარჯიშობდა და მიკით გამეცნო" , - განაცხადა ზაურ ქორთოშიძემ, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კადიევი მის სახლში ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა