აირლენდ ბოლდუინი მსახიობი ხდება

აირლენდ ბოლდუინი მსახიობი ხდება

დამწყები მოდელი, აირლენდ ბოლდუინი მსახიობი ხდება. როგორც დასავლური მედია იტყობინება, კიმ ბესინჯერისა და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილს გადაწყვეტილი აქვს მშობლების კვალს გაჰყვეს და ჰოლივუდი დაიპყროს.

17 წლის აირლენდი სამსახიობო სკოლაში ჩაბარებას აპირებს. თავად მოდელის განცხადებით, სამსახიობო ოსტატობის შესწავლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"სამოდელო კარიერაზე შეჩერებას არ ვაპირებ. თავი რომ ბედნიერად ვიგრძნო, ამისთვის უნდა ვგრძნობდე, რომ გამუდმებით წინ მივიწევ", - აღნიშნა მოდელმა.

აირლენდმა პრესის ყურადღების მიპყრობა უმოკლეს დროში შეძლო. გოგონა აქტიურად ურთიერთობს თავის ცნობილ ნათესავებთან და "ტვიტერზე" ყოველდღიურად ათავსებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის შესახებ.

აირლენდი ინტერვიუებსაც ხშირად იძლევა. გარდა ამისა, დამწყებმა მოდელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ მსხვილ სამოდელო სააგენტოსთან და მისმა პირველმა ფოტოსესიამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.