პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა უმრავლესობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულები არიან ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

პარლამენტს გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 წევრი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორი წევრის არჩევას ხმათა 2/3 სჭირდებოდა და ასევე იმის გამო, რომ კენჭისყრაში საპარლამენტო უმცირესობამ მონაწილეობა არ მიიღო, ორი წევრის არჩევა პარლამენტმა ვერ შეძლო.

გუშინ ასევე კენჭი უყარეს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებს, თუმცა ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა. ქვორუმი 76 ხმა იყო. კენჭს სამი კანდიდატი - ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი იყრიდნენ.

როგორც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი თავიდან გამოცხადდება და მათ არჩევას ისევ ხმათა 2/3 დასჭირდება.

კონკურსი გამოცხადდება ასევე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა