რა ჯდება ლანჩხუთში საკრებულოსა და გამგეობის აპარატის შენახვა

რა ჯდება ლანჩხუთში საკრებულოსა და გამგეობის აპარატის შენახვა

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 7 ფრაქცია შეიქმნა, რომელთა წევრების რაოდენობა 3-დან 5 კაცამდე მერყეობს. ფრაქციების საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა უკვე მეორედ გაამახვილა ყურადღება და მედიის წარმომადგენლებს, ლანჩხუთსა და სხვა მუნიციპალიტეტებში საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობრივი სარგოების მონაცემები გააცნო. მისი თქმით, ფრაქციების რაოდენობის კუთხით ლანჩხუთშიც ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც საქართველოს რაიონების 80% -ში, ხელფასები კი ლანჩხუთში უფრო დაბალია, ვიდრე სხვაგან.

"სხვა მუნიციპალიტეტებში ხელფასს მეტს იღებენ, ვიდრე - ჩვენთან. რაც შეეხება ფრაქციების რაოდენობას, ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი სიტუაციაა, არაფერი განსხვავებული ჩვენთან არ ხდება. ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობრივ სარგოებს სხვა მუნიციპალიტეტებისას თუ შევადარებთ, ვნახავთ, რომ ლანჩხუთში ხელფასი გაცილებით ნაკლებია, თუ არ ჩავთვლით საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელსა და გამგებლის მოადგილეს. მაგალითად, თანამდებობრივ სარგოს, გაზრდილი სახით, 2 360 ლარს იღებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი", - განაცხადა ამირან გიგინეიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა