იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გახდა

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო . აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო.

კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს. შესაბამისად, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

ალბათ ჩემმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ჩვენ ყველას ერთიანი მიზანი გვაქვს, - ასე ხსნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ერთადერთი კანდიდატი ლევან მურუსიძე იმ ოთხი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებსაც ამ პოსტზე კენჭისყრა შეეძლოთ, მაგრამ კანდიდატურები მოხსნეს.

"ალბათ მათ მიიჩნიეს, რომ მიზნის განხორციელებას ყველაზე კარგად მე შევძლებდი. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვეცდები მათი ნდობა გავამართლო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან მურუსიძემ, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოსამართლეთა მიმართ თუნდაც დისციპლინარული დევნის დაწყების  წინააღმდეგია.

როგორც მურუსიძე აცხადებს, ის ასეთი კომისიის შექმნას არ ეთანხმება, თუმცა შეიქმნება თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, მისი თქმით, პარლამენტის გადასაწყვეტია.

მურუსიძემ მედიასთან საუბრისას ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პრინციპულად წინააღმდეგი იქნება, თუკი კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება მოსამართლეთა წინააღმდეგ თუნდაც დისციპლინარული საქმის დაწყება.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა პოლიტიკური საკითხია და პარლამენტის გადასაწყვეტია ასეთი კომისიის შექმნა. მაგრამ მე პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგად მისი დასკვნის საფუძველზე დადგეს მოსამართლის არა თუ სისხლის სამართლებრივი, არამედ მისი დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან მურუსიძემ

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ