ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"

ნანკა კალატოზიშვილის დედა - "ირაკლი ბავშვს 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება"

6 ივნისს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა. პატარა დანიელი ქვეყანას 18 საათსა და 30 წუთზე მოევლინა. მისი წონა 4 კილო და 100 გრამია, სიმაღლე - 53 სანტიმეტრი. ბავშვს სახელი მშობლებმა დაბადებამდე შეურჩიეს. ახალბედა დედა ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. ჩვენ ნანკას დედას, თამარ გოჩიტაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, შვილიშვილის დაბადებას გილოცავთ! დედა-შვილი თავს როგორ გრძნობს?

- დიდი მადლობა, მოლოცვისთვის. ნანკაც და დანიელიც კარგად არიან. დიდი ბავშვია და სულ შია. ახლაც დედიკოსთან არის და გემრიელად გეახლებათ.

- თქვენმა შვილმა - გიორგიმ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დანიელი 18-საათიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა.

- ნანკა სამშობიაროში ღამის 2 საათზე მივიყვანეთ, მაგრამ ტკივილები დიდხანს გაუგრძელდა. ფიზიოლოგიურად იმშობიარა.

- ამ პროცესს ირაკლიც დაესწრო, არა?

- დიახ, ირაკლი ნანკასთან ერთად იყო.

- ეს ნანკას მოთხოვნა იყო?

- არა, თავად ირაკლიმ ჩათვალა ასე საჭიროდ. საკუთარი შვილის დაბადებას ყველა კაცი უნდა ესწრებოდეს; უნდა ნახონ, ამ დროს ქალი როგორ წვალობს.

- მშობიარობას რაიმე გართულება ხომ არ მოჰყოლია?

- ნანკას 2 დღე მაღალი ტემპერატურა კი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ დაღლილია, 4 ღამის უძინარია.

- დანიელი ჭირვეული ბავშვია?

- მხოლოდ შიმშილის დროს ჭირვეულობს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სულ შია.

- ირაკლიმ მამის ამპლუა როგორ მოირგო?

- 1 საათით რომ დატოვებს, უკვე ენატრება. ნანკაც და ირაკლიც ძალიან ბედნიერები არიან.

- დანიელი რომელს ჰგავს?

- ახლა ორივეს ჰგავს, მაგრამ როცა გაიზრდება, მერე ვნახოთ, როგორი ბიჭი იქნება.

- მადლობა ინტერვიუსთვის. დანიელს ვუსურვებთ, სასახელო ბიჭი გაზრდილიყოს, ნანკას კი დედობას ვულოცავთ.

- მადლობა თქვენ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება