ერაყში პირველ საჯარო ბიბლიოთეკას აშენებენ

ერაყში პირველ საჯარო ბიბლიოთეკას აშენებენ

ბრიტანულ-ერაყულმა სამშენებლო კომპანია AMBS-მა საჯარო ბიბლიოთეკის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ იქნება.

კომპანიას სურს, ქვეყანაში საჯარო ბიბლიოთეკების პროექტი აღადგინოს, რომელმაც ერაყში 1970-იან წლებში მარცხი განიცადა. ბიბლიოთეკის აშენება ბაღდადში - "ახალგაზრდების ქალაქის" გულში იგეგმება. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ერაყელებისთვის კითხვას სასარგებლო ჩვევად აქცევენ.

ბიბლიოთეკა თანამედროვე მკითხველის ყველა მოთხოვნას უპასუხებს. ბიბლიოთეკის ფონდი 3 მლნ-ზე მეტ წიგნს, იშვიათ ხელნაწერებსა და პერიოდულ გამოცემებს გააერთიანებს. მოეწყობა კომპიუტერული დარბაზი და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ოთახებიც. შენობაში მსოფლიოში უდიდესი სამკითხველო დარბაზი განთავსდება.

ბიბლიოთეკას უჩვეულო სახურავი ექნება: მასზე არაბული შრიფტით დატანილი იქნება ასოები, რომელიც სიტყვა "კითხვას" გამოსახავს. სახურავის მოხრილი კიდეები და ცრემლის ფორმა ბიბლიოთეკის "სავიზიტო ბარათი" უნდა გახდეს.

ბიბლიოთეკის სახურავი მზის პანელებით იქნება აღჭურვილი, რომ შენობა ელექტროენერგიით მოამარაგოს.

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს