წმინდა ნინოს როლის შემრულებელმა "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა

წმინდა ნინოს როლის შემრულებელმა "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა

ნიცა კაპანაძის "ფეისბუქის" გვერდი გაუქმებულია. 16 წლის ნიცამ რეჟისორ გია კერესელიძის ფილმში წმინდა ნინოს როლი უნდა განასახიეროს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო დროს მასმედიაში აქტიურად ვრცელდება. "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ფოტოების კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი გოგონას ჩაცმულობას აკრიტიკებდა. უცნობია, ამ ფაქტს უკავშირდება თუ არა ნუცას ფეისბუქ-გვერდის გაუქმება.

როგორც ცნობილია, გოგონა ფილმისთვის რეჟისორმა სწორედ "ფეისბუქის" წყალობით იპოვა. ცოტა ხნის წინ kvirispalitra.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიცა აცხადებდა, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, მზადაა იმ სირთულეებისა და ცვლილებებისთვის, რაც პოპულარობამ შეიძლება მოუტანოს.

"ვიცი, რთული იქნება, სხვანაირად მომიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს და მზად ვარ", - აღნიშნა ნიცა კაპანაძემ.

იხილეთ ასევე: "პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს