ქურდმა ძარცვისას სახე გამჭვირვალე ცელოფნით "შეინიღბა"

ქურდმა ძარცვისას სახე გამჭვირვალე ცელოფნით "შეინიღბა"

ნასვამმა ქურდმა სახე გამჭვირვალე ცელოფნით "დაიფარა". ინციდენტი ინგლისის საგრაფო კორნუოლში, ბენზინგასამართ სადგურში მდებარე მარკეტში მოხდა.

ქურდმა გამყიდველის შესაშინებლად მობილური ტელეფონი ისე დაიჭირა, თითქოს ქურთუკის ქვეშ იარაღი ჰქონდა, მაგრამ ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიციამ სადგურში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები გახსნა და ცელოფნით "შენიღბული" მძარცველის ვინაობა ვიდეოფირზე ამოიცნო. ქურდს 2 წელი მიუსაჯეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს