რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი

რა­ტომ ფუჭ­დე­ბა ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი

თბი­ლის­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბის უხა­რის­ხო­ბა­ზე ბევ­რი რამ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. თუმ­ცა საშ­ვე­ლი ჯერ არ არის. ფაქ­ტი­ა, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­გე­ბუ­ლი გზე­ბი ასე­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და­იბ­ზა­რა და ასფალტი აც­ვივ­და. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, გზე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქაც სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და უხა­რის­ხოდ შეს­რულ­და. ამას ადას­ტუ­რებს ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძეც:

- თბი­ლი­სის გზე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­ა. გზე­ბის უხა­რის­ხო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ძვე­ლი, უხა­რის­ხო მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაა - იქ­ნე­ბა ეს ქვი­შა, ღორ­ღი თუ ბე­ტო­ნი. ­რო­დე­საც გზა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ რე­მონ­ტდე­ბა, ის თან­და­თან ზი­ან­დე­ბა და ბო­ლოს მწყობ­რი­დან გა­მო­დის. ამის მა­გა­ლი­თია ავ­ჭა­ლის გზატ­კე­ცი­ლი, რო­მე­ლიც ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­პი­ტა­ლუ­რად არ შე­კე­თე­ბუ­ლა, რის გა­მოც მი­სი შე­კე­თე­ბა კი არა, თა­ვი­დან და­გე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.­ მე­ო­რე დი­დი პრობ­ლე­მაა კო­რუფ­ცი­ა, რო­მე­ლიც ამ დარ­გში მეტ­-ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სა­ხე­ლი­სუფ­ლებო კლა­ნებ­მა ხელ­ში ჩა­იგ­დეს საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ბიზ­ნე­სი. ასე და­იწყო ცხრაწ­ლი­ა­ნი პარ­პა­ში: მათ­მა ოჯა­ხურ­მა კლა­ნებ­მა იძა­ლა­დეს პრო­ფე­სი­ო­ნალ მშე­ნებ­ლებ­ზე - შე­იქ­მნა 2-3-კა­ცი­ა­ნი ფირ­მე­ბი, რომ­ლებ­საც ბეჭ­დის გარ­და არა­ფე­რი ჰქონ­დათ, მუქ­თად ქი­რა­ობ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მებს, მი­ზე­რულ ფა­სებ­ში ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ სა­მუ­შა­ოს, ხო­ლო შემ­დეგ მთელ მო­გე­ბას თვი­თონ იჯი­ბავ­დნენ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ამ ფირ­მებს არ მოს­წონ­დათ მათ­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი და დამ­ღუპ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კლა­ნე­ბი ამის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვი­თა და და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და ამ მუ­ქა­რას ას­რუ­ლებ­დნენ კი­დეც. ტენ­დე­რებს ისე ატა­რებ­დნენ, რომ მარ­ჟა აე­წი­ათ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ, ზო­გი­ერთ ფირ­მას კი სა­ერ­თოდ უკ­რძა­ლავ­დნენ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ვის უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ, რომ ახ­ლად და­გე­ბუ­ლი გზე­ბი და­ზი­ან­და და ასფალტი აც­ვივ­და?

- საქ­მე ის არის, რომ ამ ფირ­მებს არ აძ­ლევ­დნენ საკ­მა­რის თან­ხას, რათა მა­სა­ლე­ბი ეყი­დათ და ნორ­მის მი­ხედ­ვით და­ე­ხარ­ჯათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რო­ცა სა­მუ­შა­ო­ ღირს, და­ვუშ­ვათ, 100 ათა­სი ლა­რი და შენ გა­ი­ძუ­ლე­ბენ ეს საქ­მე 20-30 ათას ლა­რად გა­ა­კე­თო? ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ღაც მა­ინც უნ­და და­აკ­ლო, ამი­ტო­მაც იშ­ლე­ბა ბო­ლო წლებ­ში და­გე­ბუ­ლი გზე­ბი. დღეს კი რა ხდე­ბა? - ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ვი­და, ყვე­ლამ თავს უშ­ვე­ლა და აქ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი დარ­ჩნენ. ფუ­ლი იმათ მოხ­ვე­ტეს, ახ­ლა კი შე­იძ­ლე­ბა იმ ფირ­მებს მოს­თხო­ვონ პა­სუ­ხი, რომ­ლებ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ, მე­სა­მედ ფა­სად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო. ეს უბე­დუ­რე­ბა მარ­ტო მშე­ნებ­ლო­ბა­ში კი არა, კი­ბო­სა­ვით ყველ­გან იყო მო­დე­ბუ­ლი. საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბას აქვს თა­ვი­სი ვა­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წე­სი და რი­გი აქვს, ესე­ნი კი აჩ­ქა­რებ­დნენ და ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

- ასე მოხ­და ვა­ზი­ა­ნი-­გომ­ბო­რის გზის და­გე­ბის დრო­საც, რო­ცა მშე­ნებ­ლებს აი­ძუ­ლებ­დნენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ემუ­შა­ვათ.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ საქ­მე­ში აჩ­ქა­რე­ბა? ან კი­დევ - გზას უდ­როო დროს, ზამ­თარ­ში რომ და­ა­გებ, ყინ­ვა ხომ და­ხეთ­ქავს ას­ფალტს? მე­რე ამ ბზა­რებ­ში წყა­ლი ჩად­გე­ბა და გზაც გა­ფუჭ­დე­ბა. ­Dყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ტექ­ნო­ლო­გია აქვს, ვიდ­რე გზას და­ა­გე­ბენ, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფე­ნე­ბი უნ­და და­ა­გონ, ამ ქვე­და ფე­ნებს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად უნ­და მომ­ზა­დე­ბა. ხში­რად სწო­რედ ქვე­და ფე­ნა არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და ხა­რის­ხი­ა­ნად. ხალხს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ბი­ვით ამუ­შა­ვებ­დნენ, რომ თვი­თონ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მო­გე­ბა ენა­ხათ და რო­მელ ხა­რის­ხზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი? ავი­ღოთ თუნ­დაც გომ­ბო­რის გზა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხუშ­ტუ­რი იყო - ამ გზის საწყ­ი­სი მო­ნაკ­ვე­თი არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა, მაგ­რამ იქ, სა­დაც უღელ­ტე­ხი­ლია და წყლე­ბი ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, გა­ფუჭ­და, ანუ და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გა­კეთ­და, რო­გორც წე­სი და რი­გი­ა. სხვა­თა შო­რის, გზის ხა­რის­ხი ნი­ა­და­გის ტიპ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ვიდ­რე სა­მუ­შა­ო­ებს და­იწყ­ე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­ის­წავ­ლონ და გა­მო­იკ­ვლი­ონ. რო­ცა გზა თა­ვი­დან­ვე ნორ­მა­ლუ­რად იგე­ბა, მე­რე უკ­ვე აღარ სჭირ­დე­ბა წვა­ლე­ბა, მაგ­რამ რო­ცა უხა­რის­ხოდ კეთ­დე­ბა, წამ­და­უ­წუმ შე­კე­თე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ სფე­რო­ში კი­დევ ბევ­რი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა არ­სე­ბობ­და, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რი­ა­ნად იყე­ნებ­და.

მომაზადა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია