სერიალ "სოპრანოს კლანის" მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

სერიალ "სოპრანოს კლანის" მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

რომში 19 ივნისს მსახიობი ჯეიმს განდოლფინი გარდაიცვალა. განდოლფინი იტალიაში ისვენებდა. წინასწარი ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. ჯეიმსი 51 წლის იყო.

კარიერის მანძილზე განდოლფინმა მონაწილეობა 40-ზე მეტ ფილმში მიიღო, მათ შორის სურათებში -"მიზანი ნომერი პირველი", "მარტოხელა გულები", "ადამიანი, რომელიც არ არსებობდა" და "უკანასკნელი სასახლე".

ცნობადობა მსახიობს სერიალ "სოპრანოს კლანში" მაფიოზების ოჯახის მეთაურის, ტონი სოპრანოს როლმა მოუტანა. სერიალი ტელეარხ HBO-ს ეთერში 1999-2007 წლებში გადიოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2013 წელს ამერიკის სცენარისტების გილდიამ "სოპრანოს კლანი" ისტორიის საუკეთესო სერიალად აღიარა.

ტონი სოპრანოს როლისთვის განდოლფინმა პრემია "ემმი" სამჯერ მოიპოვა, მას ამ გმირის განსახიერებისთვის "ოქროს გლობუსი" გადასცეს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება