დავით პაიჭაძე - შს მინისტრთან რამდენიმე კითხვა მაქვს

დავით პაიჭაძე - შს მინისტრთან რამდენიმე კითხვა მაქვს

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე შს მინისტრთან რამდენიმე შეკითხვით მივიდა. ამის შესახებ დავით პაიჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას შეკითხვები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, როგორც კადრების ირგვლივ, ისე იმასთან დაკავშირებით თუ როგორ სთავაზობს ამ კადრებს სახელმწიფო საზოგადოებას.

რაც შეეხება უშუალოდ სამგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების გასაჯაროებას, დავით პაიჭაძის თქმით, თუკი მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრაზე კადრების ნახვას შესთავაზებენ, ის არ უყურებს.

"მე არ მსურს ამ კადრების ნახვა და არ ვნახავ. შევეცდები ამის შესახებ შს მინისტრს წინასწარ ვუთხრა. მიმაჩნია, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათ სახე დაფარული ჰქონდეთ, სამაგიეროდ ადვილი შესაძლებელია იკვეთებოდეს ტანის კონტური, ჩანდეს თმა, ხმა არ იყოს შეცვლილი, ასახელებდეს ახლობლებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, მე ამ კადრებს არ ვნახავ, დავიცდი გარეთ, როდის დასრულდება მისი ჩვენება და შემდეგ მექნება შს მინისტრთან რამდენიმე შეკითხვა, რომელიც მომზადებული მაქვს. კადრების ნახვის შემთხვევაში, ვფიქრობ, მე გავხდები, პიროვნების პირადი მონაცემების გამხელის კანონდარღვევაში მონაწილე", - განაცხადა დავით პაიჭაძემ.

მისივე შეფასებით, ამ კადრების მთავარი ღირებულება მისი მტკიცებულებად გამოყენებაა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები