რა­ტომ ვერ წა­ი­კითხა გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ან­მა "დონ კი­ხო­ტი"?

რა­ტომ ვერ წა­ი­კითხა გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ან­მა "დონ კი­ხო­ტი"?

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო წიგნს ვერ კითხ­უ­ლობს, რაც დიდ სუ­ლი­ერ შიმ­შილს იწ­ვევს, - ამ­ბობს ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ა­ნი. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გულ­ღი­ად მოგ­ვითხ­რობს შე­დევ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე წა­ი­კითხა და იმათ­ზეც, რო­მელ­თა წა­კითხ­ვაც მი­ზეზ­თა გა­მო ვერ მო­ა­ხერ­ხა:

- სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის დე­ფი­ციტს მეც გან­ვიც­დი, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მა­ინც ვცდი­ლობ წა­ვი­კითხო ახა­ლი წიგ­ნე­ბი და მი­ვუბ­რუნ­დე იმ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ, რად­გან ჩე­მი სიმ­პა­თი­ე­ბი უფ­რო კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა­კენ იხ­რე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და და რომ­ლის მი­მართ ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე არ იც­ვლე­ბა, არის სენტ ეკზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი". ეს არის ქმნი­ლე­ბა, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის რა­ღაც ახალს პო­უ­ლობს და ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხ­ა­ვი­ა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­მე­ლიც წიგ­ნებს კომ­პი­უ­ტერ­ში არ კითხ­უ­ლობ­და. არ ვი­ლა­პა­რა­კებ ღრმა ბავ­შვო­ბა­ზე, რო­ცა მეც ყვე­ლა ბავ­შვი­ვით ზღაპ­რებს ვკითხ­უ­ლობ­დი. ჩე­მი ლი­ტე­რა­ტუ­რით გა­ტა­ცე­ბა და­იწყო მარკ ტვე­ნის "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სავ­ლით". მე­რე წა­ვი­კითხე "ჰეკ­ლბე­რი ფი­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და "რო­ბინ­ზონ კრუ­ზო". ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჟი­ულ ვერ­ნი, რო­მელ­მაც სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ჩე­მი ბავ­შვო­ბა.

- პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი, თე­ო­ლო­გი ხართ. რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ, რომ ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა აგერ­ჩი­ათ?

- 12-13 წლი­დან უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა და­ვიწყ­ე. დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ­დი რო­გორც კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე ფი­ლო­სო­ფი­უ­რ ნაშ­რო­მებ­საც, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფი­ლო­სო­ფია­ზე გა­და­ვერ­თე და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და ავ­გუს­ტი­ნე­სა და თო­მა აკ­ვი­ნე­ლის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ნა­აზ­რე­ვი, რა­საც მოჰ­ყვა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სქო­ლას­ტი­კით გა­ტა­ცე­ბა, შემ­დეგ უკ­ვე კან­ტი­სა და ჰე­გე­ლის პე­რი­ო­დი დად­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მე უკ­ვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და სქელ­ტა­ნი­ა­ნი რო­მა­ნე­ბი. ძა­ლი­ან დი­დი ადა­მი­ა­ნუ­რი ინ­ტე­რე­სი მა­კავ­ში­რებ­და სო­ციოლო­გი­ურ და თე­ო­ლო­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან და სწო­რედ ამ ინ­ტე­რეს­მა გან­საზღ­ვრა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნიც - სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფი­ა-­სო­ცი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვერ ვი­ვიწყ­ებ პე­რი­ოდს, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ნა­ბეჭ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქსე­რო­ას­ლე­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ეს იყო რუ­დოლფ შტა­ი­ნე­რი­სა და გურ­ჯი­ე­ვის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ლა­ო-­ძი­სა თუ კონ­ფუ­ცის ქმნი­ლე­ბე­ბი. ამ ლი­ტე­რა­ტუ­რას ძა­ლი­ან დიდ დროს ვუთ­მობ­დით არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი - ნი­კა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ლე­ვან ვეფ­ხვა­ძე და სხვე­ბი, ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით ამ ნა­ბეჭ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა­ში, და­ბეჭ­დვა­ში, გაც­ვლა­სა და გავ­რცე­ლე­ბა­ში. ამ ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა.

- ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლად ვი­სი თხზუ­ლე­ბე­ბი გიყ­ვართ?

- უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "და­თა თუ­თაშ­ხი­ამ". ეს წიგ­ნი მთე­ლი 10-12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მელ­საც ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბო­დი და ყო­ვე­ლი წა­კითხ­ვი­სას რა­ღაც ახალს ვი­გებ­დი, ახალ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ აღ­მო­ჩე­ნას ვა­კე­თებ­დი. ეს რო­მა­ნი ადა­მი­ან­მა პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც უნ­და წა­ი­კითხ­ოს და ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში იქ რა­ღაც ახალს იპოვის. "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" არის უნი­კა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად, ზუს­ტად ასა­ხავს ქარ­თულ ცნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის წესს.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, დღე­ვან­დელ ბავ­შვებს კომ­პი­უ­ტე­რი უფ­რო მოს­წონთ და აინ­ტე­რე­სებთ, ვიდ­რე წიგ­ნი, რა შე­იძ­ლე­ბა ვურ­ჩი­ოთ მათ?

- წიგ­ნის კითხ­ვა სულ სხვა მოვ­ლე­ნა­ა, ინ­ტე­რნეტი კი - სულ სხვა. წიგ­ნის გა­და­ფურ­ცვლაც კი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ გან­ცდებს იწ­ვევს ადა­მი­ან­ში, თუმ­ცა ამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ელექ­ტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის კითხ­ვა მეც და­ვიწყე და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უდ­რო­ო­ბის გა­მო აუ­დი­ო-­წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა­ზეც გა­და­ვე­დი: მან­ქა­ნა­ში ახ­ლაც მი­დევს აკა მორ­ჩი­ლა­ძის "შო­ბის ღა­მის ალ­ქა­ჯე­ბი" და ხში­რად ვუს­მენ. ეს ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა დღე­ე­ბი ისე გა­ვი­დეს, რომ წიგ­ნის გა­დაშ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხო. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­დი­ო-­წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი­ა. ვფიქ­რობ, რომ ეს დრომ მო­ი­ტა­ნა, ამი­ტომ მთა­ვა­რი­ა, გულ­დას­მით წა­ი­კითხო და გა­ი­აზ­რო, რაც წიგ­ნში წე­რი­ა, რომ ახალ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ შენს ცნო­ბი­ე­რე­ბას რა­ღაც ახა­ლი შე­მა­ტოს. ამ თა­ო­ბას მარ­თლაც ეტყ­ო­ბა წიგ­ნის დე­ფი­ცი­ტი. ჩე­მი უმ­ცრო­სი შვი­ლი ჯერ მხო­ლოდ სა­მი წლი­საა და ვერც მოვ­თხოვ წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, მაგ­რამ უფ­რო­სი ბი­ჭი უკ­ვე 14 წლი­სა­ა, ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ამ სფე­რო­ში იმ­დენს კითხ­უ­ლობს, იმ­დენს შრო­მობს, რომ არ ვემ­დუ­რი. ისე კი, ამ თა­ო­ბას მარ­თლაც ურ­ჩევ­ნია კომ­პი­უ­ტერ­თან იჯ­დეს, ვიდ­რე წიგ­ნი წა­ი­კითხ­ოს, თუმ­ცა, მშობ­ლებ­ზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ვცდი­ლობთ, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ წიგ­ნის მი­მართ, აქე­დან იწყ­ე­ბა წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლიც. ყო­ველ შე­ემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­მა შვილ­მა ჟი­ულ ვერ­ნი რომ წა­ი­კითხ­ა, ზუს­ტად ისე­თი სი­ხა­რუ­ლი და ემო­ცია მო­დი­ო­და მის­გან, რო­გო­რიც მის ასაკ­ში მე გა­მო­ვი­ა­რე. იმე­დი მაქვს, დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბიც წა­ი­კითხ­ა­ვენ ყვე­ლა იმ წიგნს, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და წა­ი­კითხ­ოს.

- თუ და­ა­სა­ხე­ლებ­დით თხზუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს გა­გო­ნებთ?

- პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი" უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო, რო­მე­ლიც ისე­ვე უნი­კა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბა­ა, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი" - ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყვე­ლა ეპო­ქას შე­ე­ფე­რე­ბა და მათ­თან პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბაც ნე­ბის­მი­ერ დრო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს გა­საკ­ვი­რი არც არის. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ბრუ­ნავს და წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი პრობ­ლე­მა ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხით წარ­მო­ჩნ­დე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის კალ­მით და­ხა­ტუ­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო, იმ­დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს დღე­ვან­დე­ლი­სას და თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა რო­გორც ხა­სი­ა­თით, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­უ­ან­სე­ბით. კლდი­აშ­ვილ­მა შეძ­ლო ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის ზუს­ტი და რე­ა­ლის­ტუ­რი ასახ­ვა. მარ­თა­ლი­ა, კლდი­აშ­ვილ­თან მე-19 სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოა და­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ ბევ­რი რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს. ამ რე­ა­ლო­ბას ვერც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი შეც­ვლის და ვერც დრო, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ნი­კო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე, რომ­ლის მი­ერ ასა­ხულ სი­ნამ­დვი­ლე­საც ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ერთ ეპო­ქას სუ­ლაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის თქვე­ნი იდე­ა­ლი ვინ იყო?

- ბავ­შვო­ბა­ში ტომ სო­ი­ე­რის ნაც­ვლად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე ჩემს თავს, ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონ­და ჟი­ულ ვერ­ნის კა­პი­ტა­ნი ნე­მო, თუმ­ცა, რო­გორც გითხ­ა­რით, 15-16 წლიდან ფი­ლო­სო­ფი­ურ და თე­ო­ლო­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­ვე­ძა­ლე და იდე­ა­ლე­ბის­თვის დრო უკ­ვე აღარც მრჩე­ბო­და. ერ­თი უც­ნა­უ­რი რამ უნ­და გითხ­რათ: თა­ვის დრო­ზე ვე­რაფ­რით ვერ წა­ვი­კითხე "დონ კი­ხო­ტი" - 50-ე გვერდს ვერ გავ­ცდი და მივ­ხვდი, რომ საგ­მი­რო რო­მა­ნე­ბი ჩე­მი საქ­მე არ იყო, რად­გან მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ მქონ­და.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს