ლანჩხუთში 780 ოჯახი სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე დარჩა

ლანჩხუთში 780 ოჯახი სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე დარჩა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიადაგის ხვნის სამუშაოები დასრულებულია და თესვის პროცესიც მთავრდება. რაიონში მოხნულია 5 000 ჰა და დათესილია 4 500 ჰა მიწის ფართობი. თუმცა, არის ოჯახები, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო ბარათები დღემდე არ მიუღიათ, მათი რიცხვი კი 780-ს შეადგენს.

"ოთხჯერ მოხდა სიების დაზუსტება და გადაგზავნა. ესაა პრობლემური სიები. პრობლემური ნიშნავს, როდესაც ან გვარშია შეცდომა, ან სახელში. ეს ახალი საქმეა, გამოუცდელი ხალხი აკეთებს. ტექნიკური ბაზა არ არსებობს, ვერ უზრუნველყვეს გაგზავნილი სიის დაბეჭდვა. ფაქტობრივად, 12 493 კომბინირებული და 13 606 ნომინირებული ბარათია ჩამოსული. გარდა ამისა, პრობლემურებში კიდევ 780 ბარათია ჩამოსასვლელი. გაიგზავნა კიდევ დამატებითი სია, რომლის დაკმაყოფილებაზე სამინისტრომ გამგეობას უარი უთხრა", - ამბობს ლანჩხუთის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუგზარ ცინცაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა