შონზო: "დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგა ნასარიძეს ვეთანხმები"

შონზო: "დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგა ნასარიძეს ვეთანხმები"

"შონზო", იგივე ზურა გაჩეჩილაძე, რომელიც ახლა ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატია და ადრე კი ნაციონალურ მოძრაობაში ირიცხებოდა, ამბობს, რომ მისი პარტიიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ხალხის არჩევანი გახდა. მისი თქმით, სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებში დაფიქსირებული ფაქტები სისტემური დანაშაულია და ყველა დამნაშავე შესაბამისად უნდა დაისაჯოს

- პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რა იყო ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ თქვენი მისვლის, შემდეგ კი - წასვლის მიზეზი?

- იმ დროისთვის, როცა მივედი, ვფიქრობდი, რომ კურსი, რომელიც ნაციონალებს არჩეული ჰქონდათ, სწორი იყო. ვიყარე კენჭი, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე ამ პარტიისგან და უარი არ განვაცხადე, რადგან იმ პერიოდში მესიმპათიურებოდა.

- შემდეგ რა შეიცვალა, რის გამო წამოხვედით?

- ბოლო, 2012 წლის არჩევნების დროს ხალხმა უფრო დიდი ნდობა მეორე ძალას გამოუცხადა. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სახელით ყოფნა, მივიჩნიე, რომ ხალხის, ასე ვთქვათ, დაკვეთის შესრულება არ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მანდატი ხალხისგან მქონდა მიღებული, გადავწყვიტე, ხალხის ნებას დავმორჩილებოდი.

- რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სხვა პოლიტიკური ძალებისგან ხომ არ მიგიღიათ, მაგალითად, რაც ყველაზე საინტერესოა, "ქართული ოცნებისგან"?

- აბსოლუტურად არანაირი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ ყოფილა, რადგან თავიდანვე ვიძახდი იმას, რომ საკრებულოში ჩემი მოსვლა არ იყო დაკავშირებული რომელიმე პარტიაში შესვლასთან, მხოლოდ ჩემი საქმის კეთება მინდოდა. შეიძლება, ვინმემ ეს არ დაიჯეროს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების მოგვარება გამომდის.

- წამების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ,თქვენი მეგობარი გიგა ნასარიძე ვანო მერაბიშვილს ამართლებს და ამბობს, რომ ყოფილ მინისტრს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამ განცხადებაზე და საერთოდ, მასზე რას იტყვით?

- გიგა ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ისევე, როგორც გოგა. მის მოსაზრებას პატივს ვცემ, რადგან ჩამოყალიბებული ადამიანია და საკუთარი პრინციპები გააჩნია. აქვს პოლიტიკური ხედვა და ვიზიარებ თუ არა მის პოზიციას, ეს ჩვენს ურთიერთობებზე არ მოქმედებს. დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ფიქრობს, რომ გიგას ვეთანხმები. საერთოდ არ ვეთანხმები, მაგრამ მის აზრს პატივს ვცემ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა