მირანდა კერი: "არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ყველაფერში მამაკაცებს ეჯიბრებიან"

მირანდა კერი: "არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ყველაფერში მამაკაცებს ეჯიბრებიან"

ჰოლივუდის ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის მეუღლე სუპერმოდელი მირანდა კერი ქალებს ურჩევს, პარტნიორ კაცებს დახმარებისთვის ხშირად მიმართონ და ამით თავი საჭირო ადამიანებად აგრძნობინონ.

მირანდამ stylecaster.com-თან საუბარში აღიარა, რომ ზოგჯერ მეუღლეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით სთხოვს დახმარებას, რომელსაც მარტოც უპრობლემოდ გაუმკლავდება.

"თანამედროვე ქალები ისეთი დამოუკიდებელნი ვართ. საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ ქალს სიძლიერე და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა კარიერაში წარმატების მისაღწევად სჭირდება, მაგრამ  პირად ცხოვრებაში ფემინისტური იდეების მიმდევრობა არ გამოდგება. ვამაყობ, რომ ტრადიციული აზროვნების ვარ და არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ყველაფერში მამაკაცებს ეჯიბრებიან. ჩემი არზით, პირად ურთიერთობებში პარტნიორის სივრცეში არ უნდა შეიჭრა", - განაცხადა მირანდამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია stylecaster.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება