მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია

რუსეთმა შეიძლება, ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მარეკ დუდაევი, რომელიც მთელი ცხოვრება ატერორებდა ქართლის მოსახლეობას, უამრავი ადამიანი მოკლა, გაამწარა, არის ნამდვილი მკვლელობის მანქანა. ის, იმის მაგივრად, რომ მთელი ცხოვრება ციხეში მჯდარიყო და არასდროს თავისუფლება არ ენახა, ახლა გამოსულია, გადასულია ჩვენი მტრის ტერიტორიაზე და იქიდან იმუქრება - ქართველებს დავხოცავთო. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება უამრავი გატაცება, მკვლელობები პანკისის ხეობაში. ახლა ის არის გაშვებული, როგორც ლამის გმირი და ალბათ პრაქტიკულად იგივეს განახლებით იმუქრება. ჩახალიანი, რომელიც იმუქრება ქართული სახელმწიფოს დაქუცმაცებით, გაშვებულია გარეთ და ამ ყველაფრის ფონზე, ვანო მერაბიშვილი ზის ციხეში. არ გვიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ ეს ასეა?! მე ვისურვებდი, რომ საქართველოში უსაფრთხოების კლიმატი გაგრძელდეს, ის რომ ვიღაცა დანაშაულს ჩადიოდა ან კანონს არღვევდა, რა თქმა უნდა დასჯადია. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული. "კოჭოია" მართლა ტერორისტია ხალხნო! მართლა მოდიოდა ბაზრების, ხალხის ასაფეთქებლად. ააფეთქეს ხალხი, ეს ხომ არ არის ჩემი მოგონილი?! ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კოჭოიაც" მოგონილია, მარეკ დუდაევიც მოგონილია, რუსეთის ოკუპაციაც მოგონილია და ყველაფერი არის წინა მთავრობის პროგანდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო. ჩვენ არ ვიყავით რამდენიმე წელი იმ ფორმაში, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო და გამოგვერიცხა, თუნდაც დანაშაული სამართალდამცავ ორგანოებს შიგნით. მაგრამ მოცემულობა არის იგივე, საქართველო რჩება ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე და ჩვენ, ახლა, ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი. არ უნდა განვახორციელოთ მასობრივი შეტევა ინსტიტუტებზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს გაიზარდა როგორც კრიმინალების გავლენა, ასევე - რუსეთის გავლენაც. "რუსეთის გავლენა ჩვენი კონტრდაზვერვის ორგანოებში სამწუხაროდ იზრდება. მოდით, სიმართლე ვთქვთ. რუსეთმა, შეიძლება ომის გარეშეც მიაღწიოს იმას, რასაც ომით ვერ მიაღწია", - დასძინა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა