ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ

ამერიკელები ავღანეთში საკუთარ ტექნიკას ანადგურებენ

მომავალ წელს ამერიკის სამხედრო კონტიგენტი და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნები ავღანეთს დატოვებენ. ჯარების გამოყვანის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია. აშშ-ის ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტი ჰყავს. სამხედრო ტექნიკის რაოდენობითაც ამერიკა პირველ ადგილზეა. ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებსა და "მრაპის" ტიპის მანქანებს ISAF-ის სხვა მონაწილე ქვეყნებიც იყენებენ.

სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყვანა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც სამხედრო ქონების ნაწილს ამერიკელები თავად ადგილზევე ანადგურებენ და ჯართის სახით ყიდიან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post იუწყება.

გამოცემის მონაცემებით, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ქონება უკვე გაანადგურეს. მათ შორისაა ჯავშანმანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და "მრაპები".

საკუთარ ტერიტორიაზე ავღანეთიდან გამოყვანილი ტექნიკის ტრანსპორტირება ამერიკელებს თვითმფრინავებით მოუწევთ. ეს კი როგორც ჩანს, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, ამერიკას ამდენი ჯავშანტექნიკა სულაც არ სჭირდება. მაგალითად "მრაპის" ტიპის ჯავშანმანქანები, ამერიკელებმა სპეციალურად ავღანეთში სამოქმედოდ შექმნეს.

სავარაუდოდ, ISAF-ის დასრულების შემდეგ, ამერიკელები ჯავშანტექნიკას მისიაში მონაწილე და ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს გადაუნაწილებდნენ. ტექნიკის ნაწილის გადაცემა უანგაროდ უნდა მოხდეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე