პალტოს ქეით მიდლტონის სახელი დაარქვეს

პალტოს ქეით მიდლტონის სახელი დაარქვეს

სამოსი, რომელსაც ქეით მიდლტონი იცვამს, მალევე ყველაზე გაყიდვადი ხდება. სწორედ ამიტომ, იტალიურმა მოდურმა ბრენდმა MaxMara-მ, თავის ერთ-ერთი პალტოს ქეით მიდლტონის სახელი დაარქვა. ეს პალტო კემბრიჯის ჰერცოგინიას ნოემბერში ეცვა.

ლეიბლი MaxMara ცნობილია თავისი ელეგანტური ქურთუკებით და პალტოებით. ამ პროდუქციისადმი გულგრილი ვერც ქეით მიდლტონი დარჩა, რომელსაც არაერთხელ მიანიჭეს ყველაზე ელგანტური ქალის ტიტული. ქეითმა არჩევანი MaxMara-ს კრემისფერ პალტოზე შეაჩერა.

კემბრიჯის ჰერცოგონია გასულ წელს ამ პალტოში კემბრიჯს ეწვია. მას შემდეგ, რაც პალტო მილდტონმა ჩაიცვა, ის თაყვანისმცემლებმა სასწრაფოდ დაიტაცეს. MaxMara-მ გაყიდვების გაორმაგებისთვის მიდლტონს მადლობა იმით გადაუხადა, რომ პალტოს მისი სახელი დაარქვა. მისი ფასი 875 ფუნტი სტერლინგია.

მომზადებულია The MailOnline-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს