დავით ზურაბიშვილი - "მთავრობა რახან არ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ არ გისმენთ და არ გაკვირდებათ"

დავით ზურაბიშვილი - "მთავრობა რახან არ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ არ გისმენთ და არ გაკვირდებათ"

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი იძულებულია, საჯარო მოხელის სტატუსის გამო "ფეისბუქზე" საკუთარ პოსტებს ცენზურა გაუკეთოს.

"მოკლედ, შემოვალ ამ ფბ-ზე, გადავავლებ პოსტებს თვალს და ხან რამე ოსტროე- ნაციონალნოეს თქმა მომინდება, ხან აჩევიდნოე-ნევერაიატნოეს, ხან უბრალოდ სმეშნოი სიტყვის, ან სულაც სერიოზულის, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგენ რამდენი იტყვის: ამხელა თანამდებობის პირს მეტი საქმე არა (გ)აქვსო, ყოველგვარი ხალისი მეკარგება.

ჰოდა, არაფერსაც არ ვიტყვი და მარტო დაგათვალიერებთ. იცოდეთ: თქვენი ფრენდი/მეგობარი მთავრობა რახან არ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ არ გისმენთ და არ გაკვირდებათ. ოღონდ ეს ის მოსმენა და დაკვირვება არაა, გვარს არ დავასახელებ და კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ შობოდა. ვოტ!

P.S. ბოდიში მოჭარბებული რუსულისთვის. საბჭოთა განათლებამ იცის ასე, თორემ მამენტ ინგლისურის და კომპიუტერის აზრზეც ვარ", - წერს საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს