ზემფირა სცენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა

ზემფირა სცენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა

რუსი მომღერალი ზემფირა გერმანიაში გამართულ კონცერტზე საქართველოს დროშით გამოვიდა. მომღერალმა კონცერტი დიუსელდორფის ერთ-ერთ კლუბში 24 ივნისს გამართა, Мумий Тролль-ის სიმღერა Дельфины-ს შესრულებისას კი სცენაზე საქართველოს დროშით გამოვიდა. კონცერტის ამსახველი ვიდეო youtube-ზე მომხმარებელმა TheLimbo00-მ განათავსა.

2013 წლის თებერვალში ზემფირამ ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებში ევროპის 32 ქალაქს ეწვევა. ივლისში მომღერალი ბენდთან ერთად საქართველოშიც ჩამოვა. ზემფირა 12-კაციანი შემადგენლობით 22 ივლისს თბილისში, 24 ივლისს კი ბათუმის პიაცაზე გამართავს კონცერტებს.

მომღერალი ტურნეში უახლეს ალბომს "Жить в твоей голове"-ს წარადგენს. ეს ზემფირას მეექვსე სტუდიური ალბომია, რომელიც 2013 წლის 14 თებერვალს გამოვიდა. მომღერალმა ამ ალბომზე მუშაობას ორი წელი მოანდომა. მუსიკალური თვალსაზრისით, "Жить в твоей голове" როკისა და პოპ-როკის ჟანრისაა, თუმცა მოიცავს პოსტ-პანკის, თრიფ-ჰოპის, პოსტროკის, ბრიტპოპისა და ბლუზ-როკის ელემენტებსაც.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება