თბილისი - მათხ­ო­ვარ­თა ქა­ლა­ქი

თბილისი - მათხ­ო­ვარ­თა ქა­ლა­ქი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მათხ­ოვ­რო­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის იყო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლია უპო­ვარ­თა რიცხ­ვის მკვეთ­რი ზრდა უკ­ვე თვალ­ში სა­ცე­მი­ა. სად აღარ ნა­ხავთ მათ: ავ­ტო­ბუს­ში, მეტ­რო­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, ეკ­ლე­სი­ას­თან, კა­ფე-­ბარ­თან თუ ნე­ბის­მი­ე­რი ქუ­ჩის კუთხ­ე­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ კარ­გად ჩაც­მულ­-და­ხუ­რულ ახალ­გაზ­რდებ­ზე, ყუ­თე­ბით რომ და­დი­ან და ვი­ღა­ცის სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად შემ­წე­ო­ბას გვთხო­ვენ.

უკ­ვე ისე შე­ვეჩ­ვი­ეთ ამ ბედ­კრულ­თა არ­სე­ბო­ბას, რომ გუ­ლიც კი აღარ გვი­ჩუყ­დე­ბა მათ სევ­დი­ან სიმ­ღე­რა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ხში­რად თა­ვად გვიყ­ვე­ბი­ან. ალ­ბათ თვა­ლიც მი­ეჩ­ვია და გუ­ლიც გაგ­ვი­ცივ­და, სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ში ჩაფ­ლუ­ლე­ბი ხში­რად ვერც კი ვამ­ჩნევთ მათ გა­მოწ­ვდილ ხელს. ხან­და­ხან ისე ჩა­ვუვ­ლით, თით­ქოს აქაც არა­ფე­რი...

გზა, რომ­ლის გავ­ლა ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­ა. აქ მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის კა­რებ­თან თით­ქმის ყო­ველ­თვის ნა­ხავთ რამ­დე­ნი­მე მათხ­ო­ვარს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ისე შე­დის ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ მათ ყუ­რადღ­ე­ბას არ აქ­ცევს, ნა­წილს აღი­ზი­ა­ნებს კი­დეც მა­თი მუ­და­რით გა­მოწ­ვდი­ლი ხე­ლი და ზიზღ­ით ჩა­უვ­ლის ხოლ­მე, ნა­წი­ლი კი ხურ­და ფუ­ლით ეხ­მა­რე­ბა. არა­და, ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ლო­ცა­ვად მი­სუ­ლე­ბი, იქ შეს­ვლი­სას და გა­მოს­ვლი­სას მა­თი გა­ჭირ­ვე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, ცოდ­ვა­ში ვვარ­დე­ბით და ჩვენს ლოც­ვა­საც, ალ­ბათ, ფა­სი ეკარ­გე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნის მიღ­მა ხომ შემ­ზა­რა­ვი ის­ტო­რი­ა­ა, რო­მე­ლიც მათ ბე­დის­წე­რამ არ­გუ­ნა. ბევ­რი მათ­გა­ნი იმა­საც გეტყ­ვით, რომ ეს ცხოვ­რე­ბა მათ არ აურ­ჩე­ე­ვი­ათ, ცხოვ­რე­ბამ თა­ვად აირ­ჩია ისი­ნი ასეთ გზა­ზე სავ­ლე­ლად...

სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე ფეხ­მოკ­ვე­თილ ქალ­ბა­ტონს უკ­ვე ყვე­ლა იც­ნობს. ის მუ­დამ აქ ტრი­ა­ლებს და შემ­წე­ო­ბას ხმა­მაღ­ლა ითხ­ოვს, თუმ­ცა გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს და ამ­ბობს, რომ არაფ­რის გახ­სე­ნე­ბა არ უნ­და...

მეტ­რო­სად­გუ­რის გა­და­სას­ვლელ­ში უსი­ნათ­ლო­თა მთე­ლი რი­გი­ა. იქ­ვე, კი­ბე­ებ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი მტი­რა­ლი ბი­ჭუ­ნა შე­ვამ­ჩნი­ე. ხალ­ხის ნა­კა­დის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხე­ლი გა­მო­ი­წო­და. მეც ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხით და­ვეხ­მა­რე. სა­ხე­ლი ვკითხე თუ არა, გა­მი­ღი­მა. მითხ­რა, რომ 13 წლის არის და გი­ორ­გი ჰქვი­ა. მე­რე თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რიც მი­ამ­ბო:

"სვა­ნე­თის უბან­ში ვცხოვ­რობ, უკ­ვე წლე­ბია აქ ვდგა­ვარ და ვცდი­ლობ დღე­ში 10 ლა­რამ­დე მა­ინც მო­ვაგ­რო­ვო, რომ საჭ­მე­ლი ვი­ყი­დო. დედ­-მა­მა არ მუ­შა­ობს, უფ­რო სწო­რად, ვერ მუ­შა­ო­ბენ. ორი­ვე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და მე ვუვ­ლი. დღის ბო­ლოს სახ­ლში საკ­ვე­ბი მი­მაქვს. აქ დგო­მი­სას ხში­რად მე­ტი­რე­ბა, უკ­ვე და­ვი­ღა­ლე ასე­თი ცხოვ­რე­ბით"... მის­მა სიტყ­ვებ­მა გუ­ლი მატ­კი­ნა, მთე­ლი დღე მი­სი მწვა­ნე სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი მედ­გა თვალ­წინ...

უა­რე­სი სუ­რა­თი დამ­ხვდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. მოწყ­ა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლი დე­და-­შვი­ლის და­ნახ­ვა გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს. 16 წლის მა­რი­ა­მი უსი­ნათ­ლოა და სი­ა­რუ­ლიც არ შე­უძ­ლი­ა. "არ ვი­ცი, ვინ უნ­და მო­ვი­დეს ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, რომ ჩვენ­ნა­ირ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უშ­ვე­ლოს. ასე­თი ინ­ვა­ლი­დი, უსი­ნათ­ლო შვი­ლი რო­გორ ვარ­ჩი­ნო 26-ლა­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით. ეს თან­ხა ერ­თი დღის­თვი­საც კი არ არის საკ­მა­რი­სი. ბი­ნა თაღ­ლი­თებ­მა წა­მარ­თვეს. იპო­თე­კა­ში ჩა­მი­დეს და თან­ხაც კი არ ამი­ღი­ა. ის თაღ­ლი­თი და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ ჩემს სა­ცო­და­ო­ბას მი­სი და­ჭე­რა შვე­ლის? ყველ­გან ვითხ­ოვ დახ­მა­რე­ბას. ბა­ტონ ბი­ძი­ნა­საც მივ­წე­რე წე­რი­ლი, დამ­პირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბი­ო. არ შე­მიძ­ლია ღა­მე­ე­ბი ვა­თე­ნო მის სახ­ლთან და ვა­ი­ძუ­ლო რა­მე­თი და­მეხ­მა­როს. მხო­ლოდ ერთი ოპე­რა­ცია და­მი­ფი­ნან­სეს, რო­მე­ლიც ზღვა­ში წვე­თია მა­რი­ა­მის­თვის. სა­მე­ბა­ში ვითხ­ოვ­დი მოწყ­ა­ლე­ბას, ვიდ­რე წი­ნამ­ძღვარ­მა არ ამიკ­რძა­ლა. ჩემს შვილს მა­რი­ამ წა­მე­ბუ­ლი და­ვარ­ქვი", - ამ­ბობს ქე­თე­ვან ჩუ­ბი­ნი­ძე.

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან გე­ზი რუს­თა­ვე­ლის­კენ ავი­ღე. გზა­დაგ­ზა ბევრ გულ­ში­ჩამ­წვდომ სუ­რათს ნა­ხავთ. ქუ­ჩა­ში და­ჩო­ქილ ბი­ჭუ­ნას წინ ქა­ღალ­დის ყუ­თი და­უდ­გამს და გამ­ვლე­ლებს დახ­მა­რე­ბას ევედ­რე­ბა. ჩემ­მა და­ნახ­ვამ რა­ტომ­ღაც და­აფ­რთხო და მის­გან გაც­ლა ვამ­ჯო­ბი­ნე...

ქუ­ჩა­ში წა­აწყ­დე­ბით მო­ხუ­ცებ­საც, რო­მელ­თა სახ­ლი და სა­წო­ლი ტრო­ტუ­ა­რებ­სა და სკვე­რებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სკა­მე­ბი­ა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩუ­მად არის და თავს არა­ვის აბეზ­რებს.

პე­კინ­ზე მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში დი­დი ­ხა­ნია დგას თეთ­რწვე­რა ბა­ბუა ერ­თჯე­რა­დი ჭი­ქით ხელ­ში. თან­ხას ბევრს ვერ აგ­რო­ვებს, მაგ­რამ იმი­თაც კმა­ყო­ფი­ლი­ა, რა­საც აძ­ლე­ვენ. მიყ­ვე­ბა, რომ სახ­ლი დან­გრე­უ­ლი აქვს და ქმარ­თან გა­შო­რე­ბულ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. ჯერ არა­ვინ დახ­მა­რე­ბი­ა, თუმ­ცა ახა­ლი მთავ­რო­ბის სჯე­რა და ეი­მე­დე­ბა.

მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში შეხ­ვდე­ბით ჩვი­ლა­ტა­ტე­ბულ დე­დებ­საც. გუ­ლი ამი­ჩუ­ყა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ერ­თ-ერ­თი სა­ბავ­შვო მა­ღა­ზი­ის შუ­შას მიყ­რდნო­ბი­ლი გო­გო­ნას ხილ­ვამ, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში კარ­გად ჩაც­მულ მა­ნე­კენს ეთა­მა­შე­ბო­და.

თით­ქოს ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის, იზ­რდე­ბა პენ­სი­ე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლუ­რად ზრუ­ნავს, თუმ­ცა, სიტყ­ვა "სა­ხელ­მწი­ფო" მა­შინ­ვე უფა­სურ­დე­ბა, რო­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს თვა­ლებ­ში ღრმად ჩა­ხე­დავ...

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია