ოპრა უინფრი ყველაზე გავლენიანთა რეიტინგში პირველობას არ თმობს

ოპრა უინფრი ყველაზე გავლენიანთა რეიტინგში პირველობას არ თმობს

ტელეწამყვანი ოპრა უიფნრი ყველაზე გავლენიან ცნობილ ადამიანად დაასახელეს. ოპრა გამოცემა Forbes-ის მიერ შედგენილი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში პირველ ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში პირველ ადგილს ოპრა არავის უთმობს. ჟურნალისტი უკვე 5 წელია, რაც ყველაზე გავლენიან ცნობილ ადამიანად ითვლება.

რეიტინგში მეორე ადგილი ლედი გაგამ დაიკავა. მან ერთი წლის განმავლობაში 80 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა. საპატიო მესამე ადგილი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების ტოპ-ასეულში სტივენ სპილბერგს ერგო.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ ანჯელინა ჯოლი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯენიფერ ლოპესი, რიანა და მირანდა კერი.

რეიტინგის ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ორპა უინფრი

2. ლედი გაგა

3. სტივენ სპილბერგი

4. ბიონსე

5. მადონა

6. ტეილორ სვიფტი

7. Bon Jovi

8. როჯერ ფედერერი

9. ჯასტინ ბიბერი

10. ელენ დეჯენერესი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს