საქართველოს პრემიერ მინისტრი უცხოელ ინვესტორებს მომგებიან ბიზნეს გარემოს ჰპირდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი უცხოელ ინვესტორებს მომგებიან ბიზნეს გარემოს ჰპირდება

საქართველოს პრემიერ მინისტრი უცხოელ ინვესტორებს მომგებიან ბიზნეს გარემოს და მოქნილ საგადასახადო სისტემას ჰპირდება. დაბალი გადასახადები, ლიბერალური მარეგულირებელი გარემო, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მთავრობის ჩაურევლობა ბიზნესში და თანაინვესტირების ფონდი - ეს ის პირობებია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელელ ბიზნესმენებს შესთავაზა გუშინ ისრაელში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე და საქართველოში ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. ის არ არის დიდი, მაგრამ ლოჯისტიკურად ხელსაყრელია და მისი მეშვეობით შესაძლებელია მილიარდიან ბაზარზე მიღწევა", - განუცხადა ბიზნესმენებს საქართველოს პრემიერმა.

მან, ბიზნესმენებს ასევე განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მისი ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდის დაფუძნების პროცედურები დასრულდება. ივანიშვილმა განმარტა, რომ ამჟამად ფონდმა დაახლოებით 5 მლრდ-ს მიაღწია და მასში ინვესტიციის ჩადების მსურველთა რაოდენობა იზრდება.

"რენტაბელური და კარგად გათვლილი პროექტების არსებობის შემთხვევაში, ფონდი მზად იქნება 25-დან 75%-მდე თანაინვესტირება შემოგთავაზოთ... პროექტების წარმოდგენა შეიძლება ნებისმიერი სფეროდან", - განაცხადა ივანიშვილმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ