"ქუთაისის მერიაში ტუალეტს სუნით აგნებს ხალხი"

 "ქუთაისის მერიაში ტუალეტს სუნით აგნებს ხალხი"

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხმა ხმაური გამოიწვია. საკრებულოს "ნაციონალი" წევრების თქმით, მერიაში გათავისუფლებულება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან გაშვებულთა სიაში 19 აპრილის აქციაზე მყოფი თანამშრომლები მოხვდნენ. მათივე განცხადებით, ბიუჯეტიდან დათხოვნილთა ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხით, მერიაში ინვენტარის შეძენასა და კაბინეტების მოწყობას აპირებენ. ამ ვარაუდს კი სხდომაზევე შეეწინააღმდეგნენ.

"რომელ ინვენტარის შეძენასა და კაბინეტების მოწყობაზე საუბრობთ, შეგრცხვეთ მაინც, ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი კომფორტი არ დაგიკლიათ, შევადაროთ ჩვენი კაბინეტები, საერთოდაც, რა კომფორტზეა საუბარი, როდესაც ქუთაისის მერიაში ტუალეტს სუნით აგნებს ხალხი", - აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა