გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა

გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა

"ნიშანდობლივია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ გახორციელებული ოპერაცია, საქართველოში ნატოს ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა", - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი გოკა გაბაშვილი დედაქალაქის თვითმმართველობაში თანაგუნდელების დაკითხვაზე დაბარებას.

გაბაშვილის შეფასებით, "ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაზე".

"ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰყავდეს ასეთი ოპოზიცია, რომ ასეთი ოპოზიცია უნდა განადგურდეს და წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს ძალიან საგანგაშოა და უარყოფითი რამ ქვეყნისთვის. ნიშანდობლივია, რომ მომხდარი ემთხვევა ნატოს წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ თვების წინ, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე მოხდა გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება, ახლა კი "ნაკის" ვიზიტის დროს ხდება ეს ამბავი, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. მომხდარი შეიცავს პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს და დასადგენია, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასეთი სულელური, უკანონო, აბსურდული, ამაზრზენი, მიუღებელი ოპერაციის ჩატარება", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, "ყველა იმ პირს, ვინც ეს სამართლებრივად გაუგებარი ქმედება დაგეგმა და ადამიანებს რამდენიმე საათით თავისუფლება აღუკვეთა, პასუხი უნდა მოეთხოვოს".

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დატერორება და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, მცდელობა იმისა, რომ ოპოზიცია ჩამოაშორო ყველაფერს, გაანადგურო და გააქრო, ხელისუფლებას ძალიან ცუდად მიუბრუნდება" , - აცხადებს გაბაშვილი.

დღეს დილით მერიისა და საკრებულოს 22-მდე თანამშრომელი დაკითხვაზე დაიბარეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა