1-ელი ივლისიდან ბაზარში მომუშავე ფიზიკურ პირებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ

1-ელი ივლისიდან ბაზარში მომუშავე ფიზიკურ პირებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ

1-ელი ივლისიდან ბაზარსა და ბაზრობებზე მომუშავე ფიზიკურ პირებს სალარო აპარატების გამოყენება მოუწევთ. ამას "საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს.

ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, სალარო აპარატების გამოყენებისგან 2013 წლის 1-ელ ივლისამდე იყვნენ გათავისუფლებულნი.

ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების უფლების 2014 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების ინიციატივით უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტს უკვე მიმართა.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან"

ამასთან, სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან არ თავისუფლდება პირი, რომელიც რეგისტრირებულია, ან ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს, როგორც დღგ-ს გადამხდელი.

უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, დეპუტატებს კანონის დაჩქარებული რეჟიმით განხილვა მოუწევთ, რომ ცვლილება 2013 წლის 1-ელ ივლისს ძალაში შევიდეს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ