40 წლის გვინეტ პელტროუ ახალი ფილმისთვის გაშიშვლდა

40 წლის გვინეტ პელტროუ ახალი ფილმისთვის გაშიშვლდა

მსახიობი გვინეტ პელტროუ წელს 41 წლის ხდება, მაგრამ სექსუალურ სცენებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს.

ახალი სექსუალური კომედიის - "მადლობა გაცვლისთვის" ავტორებმა იგი მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვიეს. ახლახან ინტერნეტში სურათის ტრეილერი გამოჩნდა, სადაც პელტროუ ნახევრად შიშველია.

ახალი ფილმის სიუჟეტით, სამი სექსოჰოლიკი გადაწყვეტს, სექსზე დამოკიდებულებას ებრძოლოს. ამისთვის ისინი კლინიკაში მიდიან, სადაც მკურნალობის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის 12 ეტაპი უნდა გაიარონ.

გვინეტ პელტროუ ამ ისტორიაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებს, მისი გმირი, ფიბი ერთ-ერთი გმირის მგობარი გოგონაა. სურათში ბევრი სექსუალური სცენაა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ტრეილერში პელტროუ სექსუალური საცვლებისა და წინდების ამარა ჩანს. მსახიობმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავად გამოიყურება.

ფილმში მომღერალი ფინქიც მონაწილეობს, რომელიც კლინიკის ექსტრავაგანტული ვიზიტორის როლს ასრულებს.

სურათის პრემიერა 2012 წლის სექტემბერში ტორონტოს ფესტივალზე გაიმართა. ფართო გაქირავებაში კი წელს, შემოდგომაზე ჩაეშვება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება