"ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შემ­დეგ ასე­თი წიგ­ნი­ე­რი პრე­მი­ე­რი არ გვყო­ლი­ა"

"ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შემ­დეგ ასე­თი წიგ­ნი­ე­რი პრე­მი­ე­რი არ გვყო­ლი­ა"

"ძა­ლი­ან ბევ­რი უცხ­ო­ე­ლი ავ­ტო­რი მომ­წონს, მაგ­რამ ჩე­მი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა და რუს­თა­ვე­ლი მთელ ქვე­ყა­ნას მირ­ჩევ­ნი­ა!" - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი დავით ოქი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, ორი­გი­ნა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და ინი­ცი­ა­ტო­რი­ა:

- ბა­ტო­ნო და­ვით, ნათ­ქვა­მი­ა, ჩვენ ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვარ­თო... რა წა­ი­კითხ­ეთ ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი, რა­მაც თქვენ­ზე გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა?

- ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­ვე აღარც მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ მაქვს წა­კითხ­უ­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი" და ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა. სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, დე­და­ჩემ­მა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის 80-ტო­მე­უ­ლი რომ შე­ი­ძი­ნა, რაც იმ ოთხ­მოც ტომ­ში მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბია შე­სუ­ლი, ბავ­შვო­ბი­დან ყვე­ლას დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ვკითხ­უ­ლობ­დი. არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ილი­ა, აკა­კი, მაგ­რამ ჩემ­თვის ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა მა­ინც უპირ­ვე­ლე­სი პო­ე­ტი­ა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რე­ბით იწყ­ებ­დეს ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ზი­ა­რე­ბას?

- თუ ბავ­შვმა არ იცის ვა­ჟა, გა­ლაკ­ტი­ო­ნი, ილი­ა, მარ­ტო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ არის. ხში­რად ამ სა­კითხ­ში მშობ­ლე­ბიც სცო­და­ვენ. მე ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, ძა­ლი­ან კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავთ, მაგ­რამ უკ­ვე ხუ­თი წე­ლია ჩვენ­თან მო­დის პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მათ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. უფ­რო­სი უკ­ვე 18 წლი­საა და დი­დი იმე­დი აქვს, რომ მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღალ ქუ­ლებს სწო­რედ ქარ­თულ­ში მი­ი­ღებს. უმ­ცრო­სი კი ჯერ 13 წლი­სა­ა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კარ­გად იცის ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა. თა­ვი­დან­ვე თუ არ იცი შე­ნი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია და მწერ­ლო­ბა, მა­შინ ვერც უცხ­ო­ურს და­ა­ფა­სებ, ვერ შე­იგ­რძნობ.

- თუმ­ცა, დღეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ თუ კარ­გი ქი­მი­კო­სი ან ფი­ზი­კო­სი ხარ, მა­შინ მხო­ლოდ ფი­ზი­კა ან ქი­მია უნ­და იცო­დე კარ­გად...

- ასე­თი რამ ჩე­მი აზ­რით, მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. ჩვე­ნი წი­ნა მთავ­რო­ბის მა­ხინ­ჯი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო, რომ თუ ინ­გლი­სუ­რი არ იცო­დი, ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბო­და. არა­ვინ ამ­ბობ­და, რომ ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლამ­დე ჯერ შე­ნი უნ­და ის­წავ­ლო. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი იყო, ინ­გლი­სუ­რი ლა­მის ქარ­თულ­ზე მაღ­ლა იდ­გა და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ბავ­შვებს აღარ აინ­ტე­რე­სებ­დათ არა­ფე­რი - გა­და­სუ­ლი იყ­ვნენ ინ­გლი­სუ­რი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის სწავ­ლა­ზე. ოჯახს ამ სა­კითხ­შიც გა­დამწყ­ვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჯერ შენს ენას უნ­და სცე პა­ტი­ვი, რომ სხვი­სი გიყ­ვარ­დეს, თუ შე­ნი არ გიყ­ვარს, სხვას რო­გორ შე­იყ­ვა­რებ? ისე კი არ გა­მი­გოთ, რომ მე ინ­გლი­სუ­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მაგ­რამ ასე­ა. ოჯახ­მა უნ­და გა­ზარ­დოს შვი­ლი და მის­ცეს მას შე­სა­ფე­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და ჩე­მი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ნა­კითხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყოს, რად­გან უწიგ­ნურ ადა­მი­ანს პა­ტივს არ ვცემ. მთა­ვა­რი ის კი არ არის, ჰალ­სტუხს რომ გა­ი­ჭე­რენ და შარ­ვალ­-კოს­ტიუმს ჩა­იც­ვა­მენ, ადა­მი­ა­ნი ნა­კითხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს. უწ­მინ­დეს­მა ტყუ­ი­ლად კი არ გა­მო­აცხ­ა­და შა­ბა­თი წიგ­ნის დღედ! - სამ­წუ­ხა­როდ, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნის მი­მართ, რაც ჩვენს თა­ო­ბა­ში იყო, დღეს უკ­ვე აღარ არის და ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა დღეს­დღე­ო­ბით ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა.

- თუმ­ცა, ახ­ლაც არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრს კითხ­უ­ლო­ბენ და კარ­გად იცი­ან ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­აც და მწერ­ლო­ბაც...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა. უფ­რო მე­ტიც, ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი და მწე­რა­ლი გვყავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს ქმნი­ან. სუ­ლი­თა და გუ­ლით მინ­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და­იწყ­ოს და მა­თი წიგ­ნე­ბი უცხო ენებ­ზე ითარ­გმნოს. სხვა­თა შო­რის, ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან დი­დი წვლი­ლი შე­აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მსგავ­სი ნა­კითხი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ჯერ არ გვყო­ლი­ა, ერ­თი იყო ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­თა და წიგ­ნი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ახ­ლა კი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და ძვე­ლი თა­ო­ბის მწერ­ლის თხზუ­ლე­ბე­ბი ითარ­გმნა მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მარ­თა­ლი­ა, მას არ უყ­ვარს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მსოფ­ლიო ძა­ლი­ან მა­ლე გა­ი­გებს, რო­გო­რი მწერ­ლე­ბი გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­თი რჩე­უ­ლი ქმნი­ლე­ბე­ბი სულ მა­ლე ითარ­გმნე­ბა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ხალ­ხი მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ქარ­თულ მწერ­ლო­ბას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უწი­ოს, ჩვენ დღე­საც გვყავს მწერ­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გა­იც­ნოს მსოფ­ლი­ომ.

- უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის ვინ არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- ამ­ჟა­მად ვკითხ­უ­ლობ ია­პო­ნე­ლი მწერ­ლის ჰა­რუ­ქი მუ­რა­კა­მის თხზუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც დღეს ია­პო­ნი­ა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა. მიყ­ვარს შტე­ფან ცვა­ი­გი, ბევ­რი უცხ­ო­ე­ლი მწე­რა­ლი მომ­წონს, თუმ­ცა ჩე­მი ვა­ჟა და რუს­თა­ვე­ლი მა­ინც ყვე­ლა­ს მირ­ჩევ­ნი­ა!

- სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბი თუ გაქვთ?

- ამ­ჟა­მად მა­გი­და­ზე ორი წიგ­ნი მი­დევს - პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბე­ბი და დე­ილ კარ­ნე­გი, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. კარ­ნე­გი ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გას­წავ­ლის, რომ ზე­მო­დან არა­ვის უნ­და გა­და­ხე­დო. მარ­თა­ლი­ა, ასე­თი უნ­და და­ი­ბა­დო, მაგ­რამ მი­სი რჩე­ვე­ბი მა­ინც ბევრ რა­მეს ცვლის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი­ა, სამ­სა­ხურ­შიც მაქვს, სახ­ლშიც და ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან.

- ახ­ლა კი უშუ­ა­ლოდ თქვენს სფე­როს შე­ვე­ხოთ, რო­გორ ფიქ­რობთ, რა უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმ­ღე­რის ტექ­სტი თუ მე­ლო­დი­ა?

- სიმ­ღე­რის ში­ნა­არ­სი უმ­თავ­რე­სი­ა. მუ­სი­კა მხო­ლოდ მა­შინ არის კარ­გი, თუ ის ორი­გი­ნა­ლუ­რი, ლა­მა­ზი ტექ­სტის მი­ხედ­ვით არის და­წე­რი­ლი. შე­იძ­ლე­ბა სიმ­ღე­რა სუ­ლაც არ იყოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­ცა მი­სი ტექ­სტი კარ­გი­ა, მა­ინც ის­მი­ნე­ბა. ახ­ლა კი რო­გო­რი სიმ­ღე­რე­ბი მოგ­ვიმ­რავ­ლდა? - გა­მუდ­მე­ბით ერ­თსა და იმა­ვეს იმე­ო­რე­ბენ - მიყ­ვარ­ხარ, მე­ნატ­რე­ბი, წვიმს, ან თოვს… ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რომ ასეთ ლექ­სზე შექ­მნი­ლი მე­ლო­დი­აც არ არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო. შე­იძ­ლე­ბა მე­ლო­დია იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო არ იყოს, მაგ­რამ სიმ­ღე­რის ტექ­სტმა მოგ­ხიბ­ლოს, მაგ­რამ თუ ორი­ვე ჰარ­მო­ნი­უ­ლად არის ერ­თმა­ნეთ­თან შერ­წყმუ­ლი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს უკ­ვე კარ­გი­ა. რა­ტომ გახ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა "თბი­ლი­სო?" - იმი­ტომ, რომ მი­სი ტექ­სტიც და მუ­სი­კაც ერ­თნა­ი­რად ლა­მა­ზი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი­ა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას თე­ატ­რზეც: თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "ე­ზო­ში ავი ძაღ­ლი­ა" და სხვა სპექ­ტაკ­ლე­ბი, სა­დაც გე­ნი­ა­ლუ­რად თა­მა­შობ­დნენ ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ამ სპექ­ტაკ­ლე­ბის სიძ­ლი­ე­რე პირ­ველ რიგ­ში იმ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ისი­ნი დად­გეს. ამი­ტო­მაც უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მწერ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს