ძვირად ღირებული განქორწინებები

ძვირად ღირებული განქორწინებები

• ამერიკელი მწერალი და Los Anjeles Dodgers-ის მფლობელი ფრენკ მაკორტი ჯეიმიზე 1979 წელს დაქორწინდა. წყვილს 4 შვილი შეეძინა. 2011 წელს, ცოლმა ქმარი ღალატში ამხილა, განქორწინება და კომპენსაციისთვის 130 მლნ დოლარი მოითხოვა, რის გამოც ფრენკს საყვარელი ჯგუფის გაყიდვამ მოუწია.

• ფრანგი კოლექციონერის ალეკ ვილდენშტეინის გვარი ვიწრო წრეში იყო ცნობილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისმა ცოლმა 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, საქვეყნოდ გავრცელდა (ქალს სურვილი ჰქონდა კატას დამსგავსებოდა). მამაკაცი ცოლს, ამერიკული ტოქშოუების ხშირ სტუმარს, ჯოსლინს 1999 წელს გაშორდა და 2,5 მლრდ დოლარი დაუტოვა. გარდა ამისა, ქალი განქორწინებიდან 13 წლის მანძილზე ყოველწლიურად 100 მლნ დოლარს მიიღებს. ფრანგი კოლექციონერი 2008 წელს გარდაიცვალა. მისი ცოლი კი დღესაც მდიდრულად ცხოვრობს. ყოველწლიურად 60 ათას დოლარს ხარჯავს სატელეფონო საუბრებში და 547 ათასს - საკვებში.

• მაიკლ და ხუანიტა ჯორდანების ქორწინებამ 17 წელი გასტანა. განქორწინების შემდეგ ქალმა 168 მლნ დოლარი მიიღო, მაგრამ ჯორდანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნანობს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტს დიდი ხანია დაანება თავი, მისი წლიური შემოსავალი 80 მლნ დოლარია.

• მედიამაგნატი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდერია, რომელიც "ფორბსმა" 2000 წლის მდიდარ ადამიანთა შორის დაასახელა. მამაკაცი შეილა კრამპზე იყო დაქორწინებული და 33-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასცილდა მას. შეილამ 400 მლნ დოლარი მიიღო. გარდა ამისა, იგი პირველი აფროამერიკელი ქალია, ვისაც სამი სპორტული კლუბი -ჰოკეის Washington Capitals და საკალათბურთო Washington Wizard და Washington Mystics ერგო. ბედის ირონიით, ქალი იმ მოსამართლეს მისთხოვდა, ვისაც მეუღლეების განქორწინების საქმე მიჰყავდა.

• 31-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობმა მელ გიბსონმა მეუღლე რობინ მური მიატოვა. ქალს დარჩა 425 მლნ და 22,5 მლნ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება მალიბუში. გარდა ამისა, გიბსონი მთელი ცხოვრების მანძილზე ვალდებულია, შემოსავლის ნახევარი უხადოს ექსმეუღლესა და საერთო 8 შვილს.

• სტივ ვინი და ელეინი 1963 წელს, კოლეჯში სწავლის დროს დაქორწინდნენ. მამაკაცი სტუდენტი იყო, ქალი -სილამაზის დედოფალი. ერთად 20 წელი გაატარეს და განქორწინდნენ, მაგრამ რამდენიმე წელში ისევ დაქორწინდნენ და 2010 წელს ისევ განქორწინდნენ. ახლა ელეინის ქონება 1,7 მლრდ დოლარადაა შეფასებული და "ფორბსის" უმდიდრეს ადამიანთა შორის 882 ადგილზეა.

• ადნან ჰაშოგიზე დაქორწინების შემდეგ ინგლისელმა სანდრამ სორაია დაირქვა და მეუღლის მორჩილი ცოლი გახდა. ისინი 1961 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ 1974 წელს განქორწინდნენ. მუსლიმანურ ქვეყნებში განქორწინება უიშვიათესი მოვლენაა, მაგრამ წყვილს მიზეზი ჰქონდა, -სორაიამ შვილი სხვა მამაკაცისგან, ბრიტანელი პარლამენტარის ჯონათან აიტკენისგან გააჩინა. გასული საუკუნის 70-იანი წლების ყველაზე ხმაურიანი განქორწინების შედეგად, სანდრა 874 მლნ დოლარის მფლობელი გახდა.

• სამატურ ლი კინ-კანი და ფლორენს ცანგ ჩიუ-ვინგის განქორწინებას ჟურნალისტებმა აზიის ყველაზე დიდი საოჯახო სკანდალი უწოდეს. მეუღლეებმა ერთად 8 წელი გაატარეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ და განშორების მიზეზიც ეს იყო. ქმარმა ცოლს უძრავი ქონება დაუტოვა ჰონკონგში, ლონდონში და ანგარიშზე 154 მლნ დოლარი.

• ჯორჯო არმანის საყვარელი მოდელი სლავიკა (სიმაღლე 188 სმ) 24 წლის მანძილზე ბერნი ეკლსტოუნის (159 სმ) ცოლი იყო. მამაკაცს ჟურნალისტები "საზოგადოებაში გამოსაჩენ აქსესუარს" ეძახდნენ. განქორწინების შემდეგ ქალმა 1,2 მლრდ დოლარი მიიღო და დიდი ხნის ნატვრა აიხდინა, -60 მლნ დოლარად კერძო თვითმფრინავი იყიდა.

• მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ქონება 11,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. 1960 წელს მამაკაცი ჟურნალისტ ანა ტორვზე დაქორწინდა და 32 წლის შემდეგ განქორწინდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს. განქორწინების მიზეზი 38 წლის ჟურნალისტი ვენდი დენგი გახდა. განქორწინების პროცესი ერთ წელიწადს გაგრძელდა და ქალმა კომპენსაციის სახით 1,7 მლრდ დოლარი მიიღო.

• ცნობილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ნილ დაიმონდი (მისი სიმღერა Girl, You'll Be a Woman Soon ტარანტინოს ფილმში "კრიმინალური საკითხავი" ჟღერს) 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1994 წელს ცოლს, მარსია მერფის გაშორდა და ქონების 300 მლნ დოლარი გაუყო.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს