კეტრინ ჰეილი: ნუ უხმობთ ქორწილზე ყველა ნათესავს, თორემ აფეთქებას ელოდეთ

კეტრინ ჰეილი: ნუ უხმობთ ქორწილზე ყველა ნათესავს, თორემ აფეთქებას ელოდეთ

12 ივნისს ეკრანებზე გამოვიდა სურათი "დიდი ქორწილი", რომელშიც მთელი "ჰოლივუდური ელიტა" თამაშობს - რობერტ დე ნირო, სიუზან სარანდონი, რობინ უილიამსი, ამანდა სეიფრიდი და, რასაკვირველია, კეტრინ ჰეილი, რომელსაც მაყურებელი "შიშველი სიმართლიდან", "ცოტათი ორსულიდან" და "კილერებიდან" იცნობს. 34 წლის ამერიკელი მსახიობი მომღერალ ჯოშ კელიზეა დაქორწინებული. წყვილს ორი ნაშვილები ბავშვი ჰყავს. ერთი სამხრეთკორეელი ნენსი ლია, რომელიც უკვე 5 წლისაა, მეორე გოგონა კი 2012 წლის აპრილში იშვილეს.

"ჯობს, მშვიდი ოჯახური ვახშამი მოაწყოთ"

-  რით მიგიზიდათ ამ ფილმმა - "დიდი ქორწილი"?

-  პირველ რიგში იმით, რომ ჩემი პარტნიორები ცოცხალი ლეგენდები იქნებოდნენ. მათთან მუშაობა უდიდესი ბედნიერებაა. გარდა ამისა, რეჟისორი ჯასტინ ზაკემი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ერთმანეთის ნახევარი სიტყვიდან გვესმის და სულ ვმხიარულობთ. ამიტომაც, გადაღებებზეც ხშირად უწევდა საყოველთაო ხარხარის შეჩერება და გამეორება: "კარგი, მოვრჩით სიცილს! ხომ უნდა ვიმუშაოთ კიდეც!" სცენარიც ძალიან მომეწონა - ერთდროულად სასაცილოა და სევდიანიც. ჩემი გმირი ლაილა განუმეორებელია: გამუდმებით ელის კრიტიკას და ამიტომაც თავს თავდასხმით იცავს.

-  რაზეა ფილმი?

-  ლაილა და დონი, რომელსაც რობერტ დე ნირო ასახიერებს, ათი წლის წინ გაიყარნენ, მაგრამ უქმეებზე უნდა მოიკატუნონ თავი, რომ ბედნიერი ოჯახია. სიტუაცია მალე გამოდის კონტროლიდან.

-  ეს რეალისტური ამბავია?

-  ასეთი რამეები ხშირად ხდება ცერემონიებზე, ალბათ იმიტომ, რომ მეტისმეტად ბევრი სხვადასხვა ადამიანი ხვდება ერთ წრეში. ამიტომაც ჩემი რჩევაა: ნუ უხმობთ ქორწილზე ყველა ნათესავსა და ახლობელს, თორემ აფეთქებას ელოდეთ! ჯობს, მშვიდი ოჯახური ვახშამი მოაწყოთ, მერე კი - წვეულება მეგობრებისთვის (იცინის).

-  თქვენ და თქვენი ქმარი ჯოშ კელი ერთად არ ცხოვრობდით დაქორწინებამდე, რატომ?

-  მინდოდა, ცხოვრება ქორწილის მერე რაღაცით მაინც განსხვავებული ყოფილიყო მანამდე არსებულისგან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება