ბათუმი - ქართული დუბაი

ბათუმი - ქართული დუბაი

ბოლო წლებში ბათუმი მკვეთრად შეიცვალა - დუბაის ან სინგაპურს უფრო ჰგავს. ის ახლა სულაც არ არის ძველებური ბათუმი. თუმცა უწინდებურად ზღვის, მაგნოლიებისა და ციტრუსების სურნელი ასდის.

ადგილობრივი მცხოვრებნიც ამბობენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. მაგრამ ამას განსაკუთრებით ისინი გრძნობენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყოფილან და ხელახლა ჩავიდნენ. რას აღარ უწოდებენ დღეს ბათუმს! "სასწაულების ქალაქს", "დუბაის ქართულად", "კავკასიურ სინგაპურს". ბათუმი ზამთარ-ზაფხულ, დღედაღამ შენდება. სამშენებლო აღჭურვილობა, ამწეები უკვე ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ფეშენებელური სასტუმროები. მათ გარდა ბათუმს ბევრი საოცარი შენობა და ქანდაკება ამშვენებს. შთამბეჭდავია ყველაზე მაღალი შენობა ქალაქში, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს - თუმცაღა, ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, ქალაქის ახალ მთავრობას კი სხვა გეგმები აქვს - მაღალ შენობაში მერიას განათავსებენ.

ცათამბჯენის სიახლოვეს 64-მეტრიანი კოშკი "ანბანია". მასზე ქართული ანბანის ასოებია. ახლა კოშკი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ქალაქს ძალიან ძვირი უჯდება - წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარამდე. შესაძლოა, მალე ის იჯარით გასცენ. მაშინ, რესტორნის გარდა, რომლის იქ განთავსება ადრეც ივარაუდებოდა, კოშკის ზედა ნაწილში სასტუმროს რამდენიმე ნომერსაც განათავსებენ.

სანაპიროზე ათასობით პალმაა. ჰყვებიან, რომ ხეები ქალაქს რომელიღაც არაბმა შეიხმა აჩუქა. საღამოობით ყველა პალმა მწვანედ ანათებს. იქვეა ველოსადგომი. სულ რაღაც ერთ დოლარად შეიძლება, მთელი საათი ისეირნო ველოსიპედით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია