თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"

თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მის შვილებთან დაკავშირებით პრესაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აპროტესტებს.

"დღეს გავიგე, ჩემი შვილები, თურმე, დაცვით დადიან, როგორც გაზეთი წერს "ზოოპარკშიც კი დაცვის გარეშე არ მიდიანო". ოე, "ალია" ხარ თუ "ქრონიკა", ჩემზე რომ საზიზღრობ არ მაღელვებს, რაც გინდათ წერეთ, მაგრამ ჩემს შვილებს ნუ ახსენებთ და ტყუილებს ნუ უგონებთ :(((

სამარცხვინოები. გვარები და სახელებიც გეცოდინებათ ჩემი შვილების დაცვის და იქნებ მეც გამაგებინოთ ჭორიკანა ბოდვების ნაკრები.

გასაკვირია თუ არა ვინმესთვის, არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან და პირველ დღეს, როცა კითხვა დავუსვით, ორივემ კატეგორიული უარი თქვა და პატარამ, რომელიც 7 წლის არის, სრულიად შეგნებულად თქვა, მე სხვაზე უკეთესი რითი ვარ, რომ დაცვა დამყვებოდესო. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს დურაკური სტატია რომ ნახეს, მეზობელმა ჰკითხა, ვა, მართლა დაცვით დადიხართო, კინაღამ გადაირივნენ.

გარდა ამისა, თავად სტატია ისეთი საოცრებაა, რომ ენით აუწერელი. ვგიჟდები "ალიას" პასკვილებზე, ტყუილების გროვებზე, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ ჩემი შვილები აღარასოდეს ახსენონ, არავითარ კონტექსტში. ამ ბინძური ადამიანებისაგან მათ ხსენება უკვე პრობლემაა.

მე ჩივილს არ ვაპირებ, ერთი იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა მაგათთვის, ჩემზე იმდენ ტყუილს და საზიზღრობას წერენ სათვალავი ამერია და მეორეც, იმიტომ, რომ ზოგადად არასწორი მგონია, პოლიტიკოსები რომ ჟურნალისტებს უჩივიან. მაგათ ისიც ეყოფათ, ასეთი საცოდავები რომ არიან.

ისე მეც პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი ვარ და მეც მეკუთვნის დაცვა, მაგრამ არაო და ახლა რა ვქნათ. იმიტომ რომ გვეკუთვნის, წერონ რომ გვყავს კიდეც. მგონი რთული გასაგები არ უნდა იყოს.

მე არ მგონია, ისეთი მტრები მყავს, რომ მე ან ჩემი შვილები დაცვით უნდა დადიოდნენ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე საფრთხე არსებობს, რომლისგანაც დაცვა გვჭირდება", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს