კრიშტიანო რონალდო: "ჩემს წარმატებას ჩემი ბავშვობის მეგობარს უნდა ვუმადლოდე"

კრიშტიანო რონალდო: "ჩემს წარმატებას ჩემი ბავშვობის მეგობარს უნდა ვუმადლოდე"

კრიშტიანო რონალდო: "მე ჩემს წარმატებას ჩემი ბავშვობის მეგობარს, ალბერტო ფანტრაუს უნდა ვუმადლოდე. როდესაც ჩვენი თამაშის საყურებლად საბავშვო გუნდში "სპორტინგის" წარმომადგენლები მოვიდნენ, მათ გვითხრეს, რომ ვინც მეტ გოლს გაიტანდა, სწორედ მას აიყვანდნენ გუნდში. ის თამაში 3-0 მოვიგეთ. პირველი გოლი მე გავიტანე, მეორე ალბერტომ, მესამე გოლზე ალბერტომ რამოდენიმე მცველი მოატყუა, მეკარეც ზედ მიაყოლა და მოულოდნელად ცარიელი კარის წინ მე მომცა პასი და გოლიც მე გავიტანე. როდესაც თამაშის შემდეგ ვკითხე მას თუ რატომ გააკეთა ეს, მან მითხრა: კრის, შენ ჩემზე უკეთესი ხარ."

როდესაც ჟურნალისტები ფანტრაუს ესტუმრნენ, აღმოჩნდა, რომ ალბერტო უმუშევარი იყო, თუმცა, 2 სართულიან ვილაში ცოლთან და 4 შვილთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრობდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ მისი შემოსავლის წყაროთი. მან უპასუხა: "ეს ყველაფერი კრიშტიანოსგანაა"

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო