30 წლის ქალმა დიეტით თავი დაიმახინჯა

30 წლის ქალმა დიეტით თავი დაიმახინჯა

შოტლანდიელი ელენ გილესპი მაგალითია იმ გოგონებისთვის, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ან სიცოცხლისთვის სახიფათო დიეტას იცავენ.

ელენი მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ანორექსიით დაავადდა, წონაში დაიკლო და 70 წლის ქალის ტანი აქვს. მან ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უფლება მისცა, მისთვის ფოტოები გადაეღოთ. ელენი ყველა მშობელს სთხოვს, გოგონების კვების რაციონს ყურადღება მიაქციონ და უფლება არ მისცენ, თვითნებურად დაიცვან დიეტა.

მან თინეიჯერობიდან დაიწყო დიეტის დაცვა, დღეში მხოლოდ 60 კალორიას იღებდა და ფაქტობრივად შიმშილობდა. ხილსა და ჯანსაღ პროდუქტებზე უარის თქმამ მადის დაქვეითებამდე და ანორექსიამდე მიიყვანა. ის არაერთხელ იწვა საავადმყოფოში. ერთხელ გოგონა სიკვდილის პირას მივიდა - საავადმყოფოში 4 თვე მკურნალობდა.

"ჩემი თინეიჯერობის ფოტო იმიტომ გაჩვენეთ, რომ დარწმუნდეთ დიეტა არასდროს მჭირდებოდა. ჯანმრთელი გოგონა ვიყავი. ვცეკვავდი, ვმღეროდი და მიხაროდა, რომ საკუთარი წონის კონტროლი შემეძლო. რამდენიმე დღეში ვსუქდებოდი და ვხდებოდი. თუმცა, წონასთან თამაშმა ამ შედეგამდე მიმიყვანა. მკაცრი დიეტა, შიმშილი. ჩემი ტანი ცარიელი ჩონჩხია, არც უკანალი, არც მუცელი და არც მკერდი. ყოველ დღე დიდი ზომის სამოსსა და ბუსტჰალტერს ვიცვამ, რათა თავი ცოცხალ ადამიანად ვიგრძნო. უაზრო ახირების გამო დავრჩი საყვარლის, მეგობრების, სამსახურისა და განათლების გარეშე. ვცდილობ ბევრი ვჭამო, მაგრამ არა მგონია ნორმალურად ცხოვრება შევძლო. ვოცნებობ გავთხოვდე და შვილები გავაჩინო", - ამბობს ელენი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს