მეტროს ჰაერი საშიშია ჯანმრთელობისთვის

მეტროს ჰაერი საშიშია ჯანმრთელობისთვის

შვედმა მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ პატარა ნაწილაკებს, რომელსაც მეტროში არსებული ჰაერი შეიცავს, დნმ-ის დაშლა შეუძლიათ.

დოქტორმა ჰანა კარლსონმა (სტოკჰოლმი, შვედეთი, კაროლინის უნივერსიტეტი) კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით ირწმუნება, რომ მეტროში არსებული ჰაერი ფოლადის პატარა ნაწილაკებს შეიცავს. ეს ნაწილაკები რელსებზე ბორბლების ხახუნის შედეგად წარმოიქმნება.

მას შემდეგ, რაც ეს "მეტროპოლიტენური ნაწილაკები" ფილტვებში ხვდება, უჯრედებში წარმოიქმება ე.წ "თავისუფალი რადიკალები", რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანს დნმ-ზე და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების პროვოცირებას ახდენენ.

ასეთ დასკვნამდე დოქტორი კარლსონი ხელოვნურად შექმნილ ნაწილაკებზე დაკვირვების შედეგად მივიდა. ასევე სახიფათოა სხვა საავტომობილო მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკები, რომლებიც საბურავის ასფალტზე ხახუნის შედეგად წარმოიქმნება. ეს მიკროსკოპული სხეულები ადამიანის ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს.

მავნე ნივითიერებების შესუნთქვის შედეგად, მხოლოდ შვედეთში ყოველწლიურად 5000 ადამიანი იღუპება.

მეცნიერებმა დასკვნეს, რომ მეტროში არსებული ჰაერი უნდა გაიწმინდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მგზავრი განიხილება, როგორც ონკოლოგიური დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე ჯგუფის წევრი.

მომზადებულია medikforum.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია