ბრიტანეთში კატების რესტორნების ქსელი გაიხსნა

ბრიტანეთში კატების რესტორნების ქსელი გაიხსნა

ბრიტანეთში ელიტარული კატების რესტორნის ქსელი "C"est Moggie-fique" გაიხსნა. მის მენიუში ასთაკვი, შემწვარი იხვი და სვიის ხიზილალა შედის. სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი ეს კერძები ცნობილმა შეფ-მზარეულმა სიმონ რიმერმა შექმნა.

კატებისთვის ასეთი სიამოვნების მინიჭება პატრონებს იაფი სულაც არ დაუჯდებათ. კერძების ფასები კატების რესტორანში 36 დოლარიდან იწყება.

იმის გათვალისწინებით, რომ კატების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 14 წელია, ამ რესტორანში მათი კვება დაახლოებით 200 000 აშშ დოლარი დაჯდება.

კატების რესტორნის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათი მენიუ შინაური ცხოველის დაბალანსებულ და ჯანსაღ კვებას უზრუნველყოფს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს