ნუკა გვალია - კიდევ ბევრჯერ მიხილავთ სცენაზე, გპირდებით

ნუკა გვალია - კიდევ ბევრჯერ მიხილავთ სცენაზე, გპირდებით

ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ყოფილი მონაწილე ნუკა გვალია, რომელიც პროექტის ფინალში ნინა სუბლატთან და მარიკო ლეჟავასთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოდა, "ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა ყველას, ვინც ამ თვეების მანძილზე მეხმარებოდა, მირეკავდა, მამხნევებდა! უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ, ასევე უამრავი კარგი გულშემატკივარი შევიძინე და მადლობას გიხდით ყველას, ეს ჩვენი ყველასი ერთად დამსახურებაა :* კიდევ ბევრჯერ მიხილავთ სცენაზე, გპირდებით და ბევრ ახალ სიმღერას მოისმენთ ჩემი შესრულებით უახლოეს მომავალში =)) დიდი მადლობა ყველას :* ♥ თქვენი ნუკა ♥", - წერს მომღერალი.

1 ივლისს მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი გაიმართა. სამმა ფინალისტმა: ნინა სუბლატმა, ნუკა გვალიამ და მარიკო ლეჟავამ ორ-ორი სოლო-სიმღერა შეასრულეს. 80 ათასზე მეტი ზარიდან მაყურებლის რჩეული და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელი ნინა სუბლატი გახდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს